fbpx

ტაროს კარტით შთაგონებული უნიკალური კოლექციები, რომლებსაც Remember The Store-ში აღმოაჩენთ


გააზიარე სტატია

ნივთებს ჩვენი სივრცის  დეკორატიული  გაფორმების და ფუნქციური დანიშნულების გარდა, ხშირად სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ინტერიერის დიზაინში ხშირად ვხვდებით ობიექტებს, რომლებიც ისტორიასთან, პოპ-კულტურასთან, ტრადიციებთან, მითებსა თუ ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა ფორმასთან არის დაკავშირებული. თუკი ნივთების შეძენისას თქვენთვის მსგავს იდეურ დატვირთვას პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, მაშინ Remember The store ის ადგილია, სადაც უამრავ ექსკლუზიურ და უნიკალურ  ნივთს აღმოაჩენთ. Remember The store-ის შესახებ ჩვენს მკითხველს უკვე ვუამბეთ, ამჯერად კი მაღაზიის განსაკუთრებული კოლექციები გვინდა გაგაცნოთ, რომლებიც ტაროს კარტის ფენომენით არის შთაგონებული.

სანამ უშუალოდ კოლექციებზე ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნოთ ტაროს, როგორც მისტიკური და მითოლოგიური ფენომენის ის ძალა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს აქტუალობას. ტაროში ერთიანდება სწავლებები, სპირიტული რწმენები, ფილოსოფია, რელიგიური ნარატივები და ფსიქოლოგია. მისი ფენომენის განმარტებისას ხშირად ამბობენ, რომ ტაროს კარტის განსაკუთრებულობა არა მომავლის განჭვრეტა, არამედ ადამიანის ცნობიერისათვის უხილავი ინფორმაციის გადმოცემაა. მიიჩნევა, რომ სხვადასხვა სიმბოლოს – არკანის მეშვეობით ტარო საკუთარი ქვეცნობიერის გაგებაში გვეხმარება, რაც თავისთავად ჩვენი ცხოვრების სამომავლო განვითარების ლოგიკას და შესაძლო სცენარებსაც ხსნის. 

სწორედ ტაროს მისტიკურმა და ამავდროულად, ფილოსოფიური ცოდნით გამტკიცებულმა ხასიათმა საუკუნეების არაერთი ხელოვანი შთააგონა და დღეს ამ ინსპირაციით შექმნილ შედევრებს არაერთ სამუზეუმო სივრცეში ვხვდებით. ტარო თანამედროვე ხელოვნებისა და პოპ-კულტურის და ცხოვრების წესის ნაწილადაც იქცა. მის სიმბოლოებს ხშირად შევხვდებით კინოში, მუსიკაში, პერფორმანსულ ხელოვნებასა და მოდაში. 

რაც შეეხება Remember The Store-ში წარმოდგენილ ტაროს ფენომენით შთაგონებულ ნივთებს, Waww La Table-ის კოლექციაც ამ  მნიშვნელობის ინტერპრეტაციის ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია. Waww La Table მსოფლიოში ცნობილ ბრენდია, რომლის ხარისხი საყოველთაოდ არის აღიარებული. მიუხედავად დიდი გავლენისა და ცნობადობისა, Waww La Table  მუდმივად სიახლეებს ეძებს და მომხმარებლებს არა მხოლოდ პროდუქციას, არამედ საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს. ტაროს შთაგონებით შექმნილი ნაკრები 8 მოდელს აერთიანებს და თითოეული მათგანი სხვადასხვა არკანს გამოხატავს. 

კოლექციის მეტი ინტერაქციულობისათვის Waww La Table-მა დამატებული რეალობის აპლიკაციაც შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს კარტი და საკუთარ ცხოვრებასთან თუ ქვეცნობიერთან დაკავშირებული შესაბამისი განმარტება მიიღოს. ეს გამოცდილება ერთდროულად არის სახალისოც და საინტერესოც, რაც ბრენდის ამ  კოლექციას მფლობელისათვის ძვირფას შენაძენად ან საჩუქრად აქცევს. 

Remember The Store-ის სელექციაში ტაროთი შთაგონებულ კიდევ ერთ ხაზს აღმოაჩენთ. Smells Like Spells – ასე ჰქვია სანთლების მწარმოებელ ბრენდს, რომელიც თავის კოლექციებს უნიკალური რეცეპტით ქმნის. მასში გაერთიანებული სხვადასხვა კულტურის მიერ შემონახული ცოდნა იდეალურად ერწყმის თანამედროვე პარფიუმერიის ხელოვნებას. კოლექცია სახელწოდებით – Major Arcana ტაროს 22 კარტის ინსპირაციით შექმნილ ხელნაკეთ სანთლებს მოიცავს. 

კოლექცია ბევრი დეტალით არის გამორჩეული. პირველ რიგში სანთლები ნატურალური მასალით იქმნება და მასში ქიმიური გრადიენტები არ არის გამოყენებული. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული სურნელის სანთელი უნიკალური ტექნოლოგიით მიიღება  და სხვა არომატებთან ერთად ჰარმონიაშია. Smells Like Spells-ის ამ სანთლებს არომათერაპიული დანიშნულებაც აქვს, რაც კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს კოლექციის კონცეფციას. 

ამგვარად, თუკი იშვიათი ნივთების მაძიებელი ხართ და გსურთ, თქვენ თავს ან საყვარელ ადამიანებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთოთ, Waww La Table და Smells Like Spells შესაძლოა იდეალური არჩევანი იყოს. სხვადასხვა ცნობილი კონცეპტუალური ბრენდები Remember The Store-ში ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი. 

Remember The Store-ის კოლექციების დათვალიერება და შეძენა მაღაზიის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.