“ბუჩამდე იყო აფხაზეთი” აშშ კონგრესში
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის შესახებ მტკიცებულებებს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ნახავენ.
22 აპრილს, 6 საათზე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, ვაშინგტონში, გაიხსნა გამოფენა “ომი მსხვერპლთა თვალით” და გაიმართა დოკუმენტური ფილმის “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის მტკიცებულებები და ინფორმაცია გენოციდის ორგანიზებაში ჩართული რუსი სამხედროების შესახებ.
მნახველი გაეცნო გადარჩენილი მსხვერპლის ისტორიებს.
გამოფენის ორგანიზატორების პარტნიორმა უკრაინულმა ორგანიზაციამ Future for Ukraine Foundation-მა გამოფინა უკრაინელი ბავშვების ნახატები – ომი ბავშვების თვალით.
თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება განაგრძობს გადარჩენილი დევნილი ქალების ისტორიების მოგროვებას ფინეთის საგარეო სამინისტროს მხარდაჭერით.
ნაჩვენებ მტკიცებულებებში ასახულია რუსეთის სამხედროების ჩართულობა და დანაშაულებები აფხაზეთის ომში, რომელსაც რუსული პროგპაგანდა უარყოფს, ომს კი ქართველებსა და აფხაზებს შორის “ეთნიკურ კონფლიქტს” უწოდებს.
ვაშინგტონში “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი” კამპანიის ფარგლებში ღონისძიებების ციკლი გაგრძელდება 25 აპრილის ჩათვლით – ერთი ღონისძიება ჩატარდება American Enterprise Institute-ში, მეორე – უკრაინულ სახლში.
კამპანია 2022 წელს დაიწყო და მისი ორგანიზატორები არიან თავისუფლების ინსტიტუტი, ევროპული საქართველო, აფხაზთა კრება, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და ტაბულა.