fbpx

“ბუჩამდე იყო აფხაზეთი” აშშ კონგრესში


გააზიარე სტატია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის შესახებ მტკიცებულებებს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ნახავენ.

22 აპრილს, 6 საათზე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, ვაშინგტონში, გაიხსნა გამოფენაომი მსხვერპლთა თვალითდა გაიმართა დოკუმენტური ფილმისდავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთიჩვენება

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის მტკიცებულებები და ინფორმაცია გენოციდის ორგანიზებაში ჩართული რუსი სამხედროების შესახებ

მნახველი გაეცნო გადარჩენილი მსხვერპლის ისტორიებს.

გამოფენის ორგანიზატორების პარტნიორმა უკრაინულმა ორგანიზაციამ Future for Ukraine Foundation-მა გამოფინა უკრაინელი ბავშვების ნახატებიომი ბავშვების თვალით

თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება განაგრძობს გადარჩენილი დევნილი ქალების ისტორიების მოგროვებას ფინეთის საგარეო სამინისტროს მხარდაჭერით

ნაჩვენებ მტკიცებულებებში ასახულია რუსეთის სამხედროების ჩართულობა და დანაშაულებები აფხაზეთის ომში, რომელსაც რუსული პროგპაგანდა უარყოფს, ომს კი ქართველებსა და აფხაზებს შორის “ეთნიკურ კონფლიქტს” უწოდებს.

ვაშინგტონშიდავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთიკამპანიის ფარგლებში ღონისძიებების ციკლი გაგრძელდება 25 აპრილის ჩათვლით – ერთი ღონისძიება ჩატარდება American Enterprise Institute-ში, მეორეუკრაინულ სახლში.  

კამპანია 2022 წელს დაიწყო და მისი ორგანიზატორები არიან თავისუფლების ინსტიტუტი, ევროპული საქართველო, აფხაზთა კრება, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და ტაბულა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.