fbpx

მეტ გალა 2024


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

ტრადიციულად, მაისის პირველ ორშაბათს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში, მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მოვლენა 2024 წლის 6 მაისს კვლავ არნახული კოსტუმების გამოფენით დაბრუნდა მუზეუმის ცნობილ საფეხურებზე.

2024 წლის კოსტიუმების ინსტიტუტის გამოფენის თემად “მძინარე მზეთუნახავები – მოდის გამოღვიძება” დასახელდა. 450 მოწვეულ სტუმარს დიდ დარბაზში ხის და ქსოვილისგან დამზადებული ხე დახვდათ, რომლის ფესვებიც თითქმის ჭერს სწვდებოდა, მის გარშემო კი სიმწვანე და ზღაპრული ტყის ესთეტიკა იყო შექმნილი, რომელიც ვიზუალურად ლოგიკურ თანხვედრაში შედიოდა ღონისძიების თემასთან. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, „ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა რომანტიკული პეიზაჟი და გარემო, რომელიც ისეთ შეგრძნებას ტოვებდა, თითქოს მოჯადოებულ ტყეში შედიხარ.“ თემის ინსპირაცია ჯეიმ ბალარდის 1962 წლის ამავე სახელწოდების მოკლე მოთხრობა იყო. რაც შეეხება დეკორაციას, ის პრე-რაფაელიტური ეპოქით იყო შთაგონებული.

განსაკუთრებით გამორჩეოდა გალიანოს კოსტიუმები, რომლებიც ზენდაიამ მოირგო. პირველი სამოსი დიორის 1999 წლის კოსტიუმის მიხედვით იყო შექმნილი და ისე გამოიყურებოდა, თითქოს ხილის ხეებით იყო შთაგონებული.

ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე კიდევ ერთი გალიანოს კოსტიუმით წარდგა, რომელიც 1996 წლის ჟივენშის ეპოქიდან იყო აღებული. მსახიობს თავზე ყავილების ბუკეტით სავსე ფილიპ ტრეისის ქუდი ამშვენებდა.

შთამბეჭდავ კოსტიუმებზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ალექსანდრ მაკ-ქუინს, რომლის კოსტიუმებიც მისი ექსტრავაგანტუობიდან და დახვეწილობიდან გამომდინარე, მეტგალასთვის უცხო არ არის. მეტიც, დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ, 2011 წლის მეტგალას თემა სწორედ მისი შემოქმედებისთვის პატივის მიგებას ისახავდა მიზნად. მაკ-ქუინის კოსტიუმში წელს მომღერალი ლანა დელ რეი გამოცხადდა, რომელსაც ბუნებრივი კუნელის ტოტებისგან შექმნილი სპეციალური თავსაბურავი მოჰყვებოდა.

ჰოლანდიელი დიზაინერის ირის ვან ჰარპენის კოსტიუმები ისეა შექმნილი, ისინი ცოცხალ არსებებად აღიქმება. დიზაინერის კაბაში ინდოელი ენტერპრენერ მონა პატელი იყო გამოწყობილი. სახელოებზე მოთავსებულმა ფრიალა 3D  პეპლებმა, კოსტიუმს ჯადოსნური ელემენტი შესძინა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მეტგალას კოსტიუმების მიღმა აშკარად იგრძნობოდა ხელოვნების ისტორიის და სხვადასხვა ეპოქის წარმომადგენელი არტისტების გავლენა, მაგალითად რემბრანდტის, ვან სალვადორ დალის და ა.შ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.