fbpx

ZEG – Tbilisi Storytelling Festival 21-23 ივნისს გაიმართება


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანი ვაშაგაშვილი

 

3 დღის განმავლობაში, 21-23 ივნისამდე ZEG – Tbilisi Storytelling Festival დისკუსიებით, სხვადასხვა თემებითა და საინტერესო ამბების მოყოლით გიმასპინძლებთ. ფესტივალის სტუმრებს კი ექნებათ შესაძლებლობა ამბის თხრობის და გადმოცემის მეთოდებს გაეცნო.

თავიდან ისიც ვიფიქრეთ, რა დროს ფესტივალიაო, ამბობს ქეთი, ZEG-Tbilisi Storytelling Festivali-ის დამფუძნებელი, ინტერვიუს დაწყებამდე ბუნებრივია  სასაუბრო თემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები აღმოჩნდა, როცა საზოგადოება ევროპულ არჩევანს ქუჩაში იცავს და  მომავლისთვის იბრძვის.

მერე ელენე აგრძელებს, ფესტივალი ZEG-ის გახსნა 2019 წელს, გავრილოვის ღამეს დაემთხვა და ჩვენც ჩვენი სტუმრებიანად ქუჩაში, პირდაპირ საპროტესტო აქციაზე აღმოვჩნდითო.

ასე დაიბადა და დაიწყო საკუთარი ამბის თხრობა 5 წლის წინ ZEG – Tbilisi Storytelling Festival-მა. 

ეს არის რეგიონში პირველი, მსხვილი, ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ყველასთვის, ვისაც აქვს ცნობისმოყვარეობის გრძნობა და აინტერესებს, თუ რა ხდება სხვადასხვა მიმართულებით მსოფლიოში. საქართველო არის ქვეყანა, სადაც მსოფლიოდან ყველა ინდუსტრიის წარმომადგენელს შეხვდებით. 

მედიაფესტივალის მთავარი  ინდუსტრია, თუმცა ამბის თხრობა და გადმოცემა არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვისაა საჭირო და აქტუალური, არამედ ყველასთვის, რასაც უნდა აკეთებდე, იქნება ეს კინოინდუსტრია, ფოტოგრაფია, პოლიტიკა თუ ეკონომიკა, ყველგან საჭიროა შენი ამბავი საინტერესოდ გადმოსცე.

ეს არის სამი დღე, როდესაც შეგიძლია მიიღო ინსპირაცია იმის მიუხედავად, თუ რომელ სფეროში ხარ, რადგან აქ ნებისმიერი დარგის პროფესიონალს შეხვდები, რომელიც ამ ყველაფერს ფართო ჭრილში დაგანახებს, ამბობს ქეთი ებანოიძე, ფესტივალის დამფუძნებელი. 

წელს ძალიან დიდი პანელი გვაქვს, ჩამოდის 100-ზე მეტი სპიკერი (მომხსენებელი), გვაქვს 8 პარალელური სცენა, მრავალფეროვანი ფორმატები და სამი დღის განმავლობაში, დილიდან საღამომდე მოვისმენთ ამბებს, AI-დან დაწყებული, არქიტექტურა, ქალაქის განვითარება, მუსიკა, სპორტი, კინო, ფილოსოფია, ტექნოლოგიები, მედიცინა, კვება, სამზარეულო და ა.შ. ყველა თემა იქნება მიმოხილული და სფეროდან ერთ დისკუსიას მაინც მოვისმენთ.

კითხვაზე, თუ რატომ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ZEG-ის ჩატარება წელს, ვიდრე აქამდე იყო, ფესტივალის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ფესტივალი იმ ადამიანებს სთავაზობს პლატფორმას, ვისაც საკუთარი მტკიცებულებები და მოსაყოლი ამბავი გააჩნიათ იმ დეზინფორმაციის პირობებში, რა რეალობაშიც დღეს ვართ.

იმ ადამიანებს, ვინც აქ სასაუბროდ ჩამოდის, აქვთ ძალიან დიდი კომპეტენცია პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კონფლიქტებში და მის გაშუქებაში, პროპაგანდაში, რომელიც რუსეთიდან მოდის და წალეკილი აქვს მთელი მსოფლიო. ეს იქნება ის თემები, რომლებზეც წელს კიდევ უფრო მეტს ვისაუბრებთ, ამბობს ელენე ჟვანია.

 

GEN-Z-ს პანელი შარშანაც გვქონდა და წელს კიდევ უფრო დიდი დრო დაეთმობა ამ თაობასთან დისკუსიას. აქტუალური თემაა რუსული კანონი და მიმდინარე მოვლენები, ვეხმაურებით ყველაფერს, რაც დღეს ჩვენ გვტკივა და ეს 100-ზე მეტი სპიკერი, ვინც აქ ჩამოვა, ზუსტად ის ადამიანები იქნებიან, ვინც ეს უნდა გაიგონ და თბილისში, საკუთარი თვალით ნახონ  და მოისმინონ, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პატარა ქვეყნისთვის.

გამოდის, რომ წელს ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ზე ფოკუსში საქართველო იქნება. ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რაც ახლა ხდება, ფესტივალი ამის ერთგვარი პასუხი გამოდის. პროგრამის შედგენა ჯერჯერობით დასრულებული არ არის, ამ დრომდე სპიკერებისგან მოდის შეთავაზებები, იდეები და სათაურები.

თიბისი კონცეპტის Visa ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.