fbpx

რა გელით “მერანოს რიგით მე-3 ღვინის  ფესტივალზე”  საქართველოში?


გააზიარე სტატია

ასოციაცია “ქართული ღვინო” და შატო მუხრანის ორგანიზებით, 2 ივნისს, შატო მუხრანში, რიგით მე-3 “მერანოს ღვინის ფესტივალი” გაიმართება.

მერანოს ღვინის ფესტივალი, საქართველოში, ემსახურება მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ქართული ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას. ფესტივალზე, ღვინის გარდა, გასტრონომიასაც მნიშვნველოვანი როლი ენიჭება. უფრო დეტალურად წლევანდელი პროგრამის შესახებ  დეა  მეტრეველი, ასოციაცია “ქართული ღვინის “-ღონისძიებების ხელმძღვანელი  და თამარ ბუაძე, შატო მუხრანის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გვესაუბრებიან.

სანამ უშუალოდ პროგრამაზე გადავალთ, “მერანოს ღვინის ფესტივალისშესახებ მოკლედრომ გვიამბოთ?

მათთვის, ვინც წელს პირველად სტუმრობს ფესტივალს, მსურს მოკლედ მოვუყვე ფესტივალის ისტორია.  „მერანოს ღვინის ფესტივალი“ პირველად 1992 წელს სამხრეთ ტიროლში, ქალაქ მერანოში გაიმართა. ეს იყო პირველი ღვინის ფესტივალი ევროპაში, რომელიც დროთა განმავლობაში გასცდა იტალიის საზღვრებს და ამჟამად, მსოფლიოში, ღვინის ინდუსტრიაში, წამყვან  მოვლენად იქცა. – დეა მეტრეველი.

როგორი იქნება წელსმერანოს ღვინის ფესტივალიშატო მუხრანში და რას უნდა ელოდონ სტუმრები?

წელს ფესტივალი 2 ივნისს, კვირას, შატო მუხრანში გაიმართება, დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე.  დახურული სივრცეები, სასახლე და „ორანჟერეა“, ასევე ღია სივრცე სრულად დაეთმობა ფესტივალს. რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას, წელს იგი კიდევ უფრო მრავალფეროვანია. ფესტივალი სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს პირადად შეხვდნენ მეღვინეებს და მათთან ერთად დააგემოვნონ ღვინო. ასევე, წელს, შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ფესტივალზე წარმოდგენილი 350- მდე სხვადასხვა ქართული, ფრანგული, სამხრეთ აფრიკული, იტალიური, პორტუგალიური, სომხური სახეობის ღვინოები და საქართველოში წარმოებული გასტრონომიული პროდუქტები. საერთაშორისო ღვინის დეგუსტაციები სასახლის ზამთრის ბაღში გაიმართება.  ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები, რომლებსაც მიშლენის გზამკვლევის სიაში შესული რესტორნის, ჰოლანდიელი შეფ-მზარეული, რუდოლფ ვან ნუნენი და ქართველი შეფ-მზარეული ალექსანდრე ტატიშვილი გაუძღვებიან.

წლევანდელ ფესტივალზე დიდი დრო დაეთმობა ღვინის სემინარს, რომელიც განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. მოცემულ სემინარს დათო გორგილაძე გაუძღვება და მოწვეულ, საინტერესო სპიკერებთან ერთად ისაუბრებს არა ერთ აქტუალურ და საინტერესო თემაზე, ღვინის კულტურის შესახებ და არა მხოლოდ. ვინაიდან ჩვენს სფეროში აღმოჩენები მუდმივად ხდება და შემეცნებითი ნაწილი თავიდანვე იყო ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, აუცილებლად მიგვაჩნია, ხელი შევუწყოთ ინფორმაციის გავრცელებასა და ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში.

გარდა ამ მრავალფეროვანი პროგრამისა, სტუმრებს საშუალება ექნებათ, ტყე-პარკში, მონაწილეობა მიიღონ ღვინით ხატვის მასტერკლასში, ითამაშონ ვინოპოლია, გაერთონ და დაისვენონ გასართობ ზონაში. –თამარ ბუაძე.

როგორ მოვიდამერანო საქართველომდე?

უკვე 15 წელია, რაც საქართველო ცნობილ “მერანოს ღვინის ფესტივალთან” თანამშრომლობს და ყოველწლიურად იტალიაში ქართულ ღვინოს წარვადგენთ.  ხანგრძლივი თანამშრომლობისა და მჭიდრო ურთიერთკავშირის შედეგად, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც 2022 წელს უმასპინძლა “მერანოს ღვინის ფესტივალს”. ეს ფესტივალი ერთ-ერთი წამყვანი და უნიკალური მოვლენაა მსოფლიოს მასშტაბით, არა მარტო ღვინის, არამედ გასტორნომიული  კუთხითაც, შესაბამისად იგი ხაზს უსვამს საქართველოს განუყოფელ როლს, ევროპული ღვინის კულტურაში და საშუალებას გვაძლევს გავაზიაროთ ჩვენი საერთო მისწრაფება და ღირებულებები, რომლებსაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის სხვა და სხვა ქვეყნიდან ჩვენი პარტნიორების მონაწილეობა და მხარდაჭერა.

მსურს აღვნიშნო, რომ ფესტივალის მასშტაბი გაიზარდა. ყოველ წლიურად იმატებს მონაწილეთა და მხარდამჭერთა რიცხვი,რომელთა წვლილიც განუზომელია ამ ფესტივალის წარმატებით ჩატარებაში. წლევანდელი “მერანოს ღვინის ფესტივალის” მხარდამჭერები არიან: USAID South Caucasus Regional Tourism Program ( SCRTP), Embassy of Italy, ფავორიტი/კოლორ პაკი, აგროჰაბი, ბორჯომი – დეა მეტრეველი.

 

რა არის ამ ფესტივალის იდეა და მიზანი?

ამ დროის განმავლობაში ფესტივალი გაიზარდა, როგორც მონაწილეთა, ასევე სტუმართა რაოდენობით და იქცა  პროფესიონალებისა და მოყვარულების შეხვედრის ტრადიციულ ადგილად. ფესტივალი როგორც უკვე აღინიშნა, მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება, სხვადასხვა ქვეყნებიდან მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ღვინო კი ამ ღირებულებების დასტურია. იგივე ეხება გასტრონომიულ პროდუქტებს, რომელთა დაგემოვნება და შეძენაც ადგილზე იქნება შესაძლებელი.  ვცდილობთ ყოველწლიურად გავზარდოთ მასშტაბი,  მეტი უნიკალური და მაღალი ხარისხის მწარმოებელი გავაცნოთ მოსულ სტუმრებს, როგორც ღვინის ასევე გასტრონომიის კუთხითაც. ამ დონისა და მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში და რეგიონშიც, შესაბამისად დიდია მეზობელი ქვეყნების დაინტერესება, რაც თავისთავად ხელს უწყობს ქართული ღვინის კულტურის, ევროპულ და ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოჩენას. – თამარ ბუაძე.

  •  ბილეთები იყიდება ონლაინ, შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
  • დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების ბმული.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.