თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
უკვე მრავალი ათწლეულია, რაც 1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ბევრი ტრადიცია და ჩვეულება დაუკავშირდა, რაც ბავშვების კეთილდღეობის, მათი დაცვისა და საჭიროებების შესახებ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით თიბისი კონცეპტმა გადაწყვიტა, თავის მომხმარებლებსა და მათი ოჯახის უმცროს წევრებს საჩუქარი გაუკეთოს და City Mall-თან ერთად არაერთი აქცია შესთავაზოს.
თიბისი კონცეპტის შეთავაზება მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრში მდებარე სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს მოიცავს და მშობლებს საშუალებას აძლევს შვილებთან ერთად ამ დღეს განსაკუთრებული პირობებით იშოპინგონ, დაისვენონ და გაერთონ. აქციის პირობების თანახმად, 1-ელ ივნისს “სითი მოლის” საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში, კონკრეტულ ობიექტებში თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით გადახდისას, თანხის 40%-ს დაიბრუნებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეთავაზებას დასაბრუნებელი თანხის ლიმიტი არ გააჩნია.
სტატიაში სწორედ ამ ობიექტებს გაგაცნობთ.
Dressarium Kids
Dressarium მულტიბრენდული კომპანიაა, რომელიც უამრავ ბრენდს აერთიანებს. ბავშვებისათვის განკუთვნილი ხაზი – Dressarium Kids თქვენი ოჯახის უმცროსი შვილისათვის ტანისამოსის და აქსესუარების დიდ არჩევანს გთავაზობთ. Lion Of Porches, Hackett, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Marc O’Polo – ეს ის ბრენდებია, რომლებსაც Dressarium Kids-ის მაღაზიაში აღმოაჩენთ და ქეშბექის მეშვეობით საუკეთესო ფასად შეიძენთ.
Mango Kids
Mango Kids უფროსებისათვის განკუთვნილი ბრენდის მსგავსად ინარჩუნებს მინიმალიზმს, თუმცა ბავშვებისათვის შექმნილ დიზაინში მხიარული ელემენტები შემოაქვს, რომელიც ძირითადად ფერთა პალიტრით და პრინტებით ვლინდება. Mango Kids მომხმარებელს სეზონურად განახლებად კოლექციებს სთავაზობს.
OVS
OVS უკვე მრავალი წელია ქართულ ბაზარზე მომხმარებლის ერთ-ერთი რჩეული ბიუჯეტური ბრენდის სტატუსს ინარჩუნებს. თუკი თქვენი შვილის, ან ოჯახის უმცროსი წევრისათვის გარდერობის განახლებას გეგმავთ, მაშინ თიბისი კონცეპტის აქციის დახმარებით ამას განსაკუთრებული შეთავაზებით შეძლებთ.
Zippy
როგორც ბრენდი მომხმარებელს თავის იდენტობას წარუდგენს – ეს არის სამყარო, სადაც ბავშვების ოცნებებს კიდევ უფრო დიდი გასაქანი ეძლევა. Zippy-ის კოლექციები აერთიანებს 0-იდან 14 წლამდე ბავშვების ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს.
Miniso
ყველაზე ფერადი მაღაზია, რომლის დახლებზეც ყველანაირი დანიშნულების ნივთს შევხვდებით – რა თქმა უნდა, ეს არის Miniso. მნიშვნელობა არ აქვს თქვენი შვილებისთვის რას ეძებთ – სათამაშოებს, აქსესუარებს, სასკოლო თუ სპორტულ ნივთებს – Miniso-ში ყველაფერს ბიუჯეტურ ფასად შეხვდებით.
Petit Bateau
Petit Bateau ფრანგული ბრენდია, რომელიც 30 წელია, სხვადასხვა ასაკის, მათ შორის ახალშობილებისთვის აწარმოებს ტანისამოსს. თითოეული მოდელი ხარისხისა და თანამედროვე დიზაინის სინთეზით იქმნება. საბავშვო ხაზი აერთიანებს როგორც სპირტული, ასევე მეტად კლასიკური სტილის მოდელებს.
Magic City
ბავშვთა დღე ცხადია, წარმოუდგენელია გართობის გარეშე. “სითი მოლის” მრავალფუნქციური სივრცეში ბავშვებისათვის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილია Magic City, რომლის ატრაქციონებზე გართობა თქვენი ოჯახის პატარა წევრებისათვის განსაკუთრებულ გამოცდილებად დარჩება. სწორედ აქ, უსაფრთხო და მხიარულ გარემოში შეძლებთ თქვენს შვილებთან თავგადასავლებით სავსე დრო გაატაროთ.
როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, თიბისი კონცეპტის ეს აქცია თემატურია და ის სპეციალურად ბავშვთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება, სწორედ ამიტომ მხოლოდ ერთ დღეს – 1-ელ ივნისს მოქმედებს.
შეთავაზების შესახებ მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ბმულს.