fbpx

“ქარს არ მოუტანია, ქარს რომ გავატანოთ !”- რექლესის ახალი ვიდეო რგოლო 26 მაისისთვის


გააზიარე სტატია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღი წელს, განსაკუთრებულად სიმბოლური იყო. 2000-იანების დასაწყისის თაობამ აჩვენა, რომ ის არ ფიქრობს ამ ქვეყნიდან გაქცევას, პირიქით, მას დასავლეთის ამ ქვეყანაში მოტანა უნდა და ამ გზაზე შეუპროვრობის სულ ახალი ფორმები გამოამჟღავნა. სრულიად მარტივად შეძლო ეჩვენებინა, თუ რა კარგად ესმის რა ღირებულებებზე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორია მისი მომავალი.

“რექლესი” ახლგაზრდული ბრენდია, რომელიც სულ ცდილობს ამ თაობის სათქმელი მაქსიმალურად დიდ აუდიტორიებამდე მიიტანოს და დამოუკიდებლობის დღეც მოზარდების და ახალგაზრდების თვალით აჩვენოს. ბრენდმა, 26 მაისისთვის, კომპანია “ედვენთან” ერთად ახალი ვიდეო რგოლი წარადგინა. “ ქარს არ მოუტანია, ქარს რომ გავატანოთ!”

ვიდეოს შესახებ ანანო დოდელია, “ედვენის” თანადამფუძნებელი, იდეის ავტორი და რეჟისორი და სალომე გველესიანი, “რექლესის” დამფუძნებელი გვესაუბრებიან:

„26 მაისი ჩვენთვის  – თავისუფლების, ერთად დგომის, ღირებულებებისთვის ბრძოლისა და მათთვის გამარჯვების სიმბოლოა.

ამიტომაც, გვინდოდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის გაგვეკეთებინა ისეთი ვიდეო რგოლი, სადაც ვიტყოდით ჩვენს სათქმელს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არასოდეს გავატანთ ქარს იმას, რაც მისი მოტანილი არ არის, რადგან თავისუფლება მხოლოდ ჩვენი მოპოვებულია.

იდეის დამუშავებისას პირველი, ვინც ამ ვიდეო რგოლში დავინახეთ – რექლესი იყო, რადგან ჩვენთვის ეს არის ახალგაზრდებისთვის შექმნილი ბრენდი, რომელიც მნიშვნელოვან ღირებულებებზე დგას,  ვიფიქრეთ, რომ ჩვენს ჩანაფიქრსა და მესიჯს, ამ ბრენდის მეშვეობით საუკეთესოდ გადმოვცემდით.

გვიხარია, რომ თანამშრლობა შედგა, იდეის გაცნობიდან ვიდეო რგოლის ჩაშვებამდე – მთელ ამ პროცესში რექლესის გუნდის წევრები გვენდნენ და საბოლოოდ შეიქმნა ის ვიდეო რგოლი და ის მთავარი სათქმელი, რომელიც ასე ძალიან გვინდოდა, რომ ხმამაღლა გვეთქვა.“ – ანანო დოდელია.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მიმდინარე პროცესებზე, სადაც ახალი თაობა ძალიან აქტიურად მონაწილეობს, ჩვენს ბრენდს, რომელსაც აქვს ამბიცია თაობის პულსაციის გამოხატვაზე, რაიმე მნიშვნელოვანი შეგვექმნა. იქნებოდა ეს კამპანია, კოლექცია, ვიდეო თუ სხვა. სწორედ ამ ფიქრის პროცესში გამოჩნდა კომპანია “ედვენი”, თავისი მარტივი და გენიალური მესიჯით,  ისეთი სცენარით, რომელიც რექლესის ღირებულებებთან და  შინაარსთან სრულ თანხვედრაში იყო. გვიხარია, რომ სულ რაღაც 1 კვირიანი მომზადებით, ამ მასშტაბის პროექტი შედგა და დღეს ვიდეო უკვე მილიონ ნახვაზე მეტს ითვლის”- სალომე გველესიანი.

სამწუხაროდ, „რექლესის“ მაღაზია კოსტავას ქუჩაზე, ამ ვიდეოს ჩაშვებიდან 4 დღეში დაიკეტა. მიზეზიც არანაკლებ სიმბოლურია, მაღაზიის გვერდით მყოფი, ეროვნებით რუსი ადამიანებით სავსე კაფის მეპატრონე აღნიშნულ ფართსაც ყიდულობს. რუსული რბილი ძალა გამოვლინების სულ ახალ ფორმებს იძენს და სხვადასხვა მასშტაბში ახერხებს შევიწროებასა და გავლენების მოპოვებას.

სალომე გველესიანი: „ჩვენ საყვარელ შოპს ვემშვიდობებით. ძალიან მოულოდნელად გამოგვიცხადეს, რომ ფართი გაიყიდა და 1 ივნისიდან მხოლოდ ონლაინ ვიქნებით ხელმისაწვდომი. (იმედია, მხოლოდ დროებით) ეს ადგილი არ ყოფილა ჩვენთვის მხოლოდ გაყიდვების წერტილი. თავიდანვე ჩავიფიქრეთ, ის გამხდარიყო მოზარდების შეკრების სივრცე, სადაც თავს უსაფრთხოდ და თავისიანების გარემოცვაში იგრძნობდნენ. რაც ნამდვილად შევძელით.“


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.