fbpx

“სპორტფესტი”-ის გზამკვლევი- ნახეთ პირველი მასშტაბური სპორტული ფესტივალი


გააზიარე სტატია

“ექპსო ჯორჯია” 15-დან 16 ივნისის ჩათვლით, პირველ მასშტაბურ სპორტულ ფესტივალს, “სპორტფესტს” უმასპინძლებს.

“სპორტფესტი” საქართველოში უკვე მეოთხეჯერ  ტარდება და ფესტივალი კვლავ ინტერაქციული ფორმატით იქნება წარმოდგენილი, რომელზეც “Alice Q”-მ იმუშავა.  სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სხვა და სხვა  სპორტულ აქტივობებში და გარე ტერიტორიაზე განთავსებულ  დიდი ეკრანზე, “EURO 24”-ის თამაშს ადევნონ თვალი.

რა აქტივობები გელით “სპორტფესტზე?”

 

  • სპორტის კარგად ნაცნობი სახეობები

“სპორტფესტზე” შეხვდებით სხვა და სხვა სპორტულ დისციპლინებს, როგორებიცაა: ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ფარიკაობა და სხვა.

კალათბურთის სივრცეში წელსაც ჩატარდება მშობლებისა და შვილების შეჯიბრი, სხვა და სხვა კონკურსი, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ და  ეთამაშონ საქართველოს ნაკრების წევრებს. რაგბის სივრცეში კი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, მერაბ შარიქაძე დახვდებათ.

  • სპორტის სახეობები, რომლებიც აუცილებლად უნდა ცადოთ

 “სპორტფესტზე” შეხვდებით სპორტის ისეთ სახეობებს, რომლებიც საქართველოში სულ რამდენიმე წელია რაც გამოჩნდა და ნელ-ნელა ხდება პოპულარული. ესენია: ტექბოლი, გოჯო რიუ, ნორდიული სიარული, მინდვრის ჰოკეი და პირველად იქნება წარმოდგენილი გოლფი და ფრენბურთი.

  • ტურნირები და შეჯიბრებები

სპორტ არენაზე გაიმართება შეჯიბრებები, ტურნირები, მეგობრული და მხიარული პაექრობები, რომლესაც დაესწრებიან ცნობილი სპორტსმენები. ჩატარდება მაგიდის ფეხბურთის, კალათბურთისა და ბალახის ჰოკეის ტურნირი. ფესტივალის მხარდამჭერია “ევროპოპი”, რომელიც მაგიდის ფეხბურთში გამარჯვებულ გუნდს, 2 ცალ “PS 5” -ს გადასცემს. ასევე არენაზე ჩატარდება საჩვენებელი ვარჯიშები, სცენაზე კი სპიკერები ისაუბერბენ, სპორთან დაკავშირებულ თემებზე.

  • გათამაშებები და საჩუქრები

 ბორბალი, ფესტივალის ტრადიციული შემადგენელი ნაწილია, რომლის საშუალებითაც 3000-მდე საჩუქარი თამაშდება.

  • სტუმრები

16 ივნისს, “Red Bull”-ის მხარდაჭერით “ სპორტფესტს»” ეწვევა ურბანული სპორტის ვარსკვლავი,  “BMX  Flatland” -ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ხორხე “ვიკი” გომესი. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ ესპანელ ათლეტს, დაესწრონ მის შოუს და აღმოაჩინონ სპორტის ახალი და განსხვავებული სახეობა.

  • საბავშვო აქტივობები

სპორტული ფედერაციები, სკოლები, კლუბები, სავარჯიშო დარბაზები და მაღაზიები,  უამრავი გასართობი აქტივობითა და სიურპრიზით ეცდებიან ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის სტუმრის, სპორტთან დაკავშირებას. 

  •  კვების ზონა

ექსპო ჯორჯიას, გარე და შიდა სივრცეებში, სცენასა და სპორტ არენასთან ერთად განთავსებული იქნება კვების ზონებიც.

«სპორტფესტის» მიზანია, ერთ სივრცეში შეკრიბოს  რაც შეიძლება მეტი სპორტული ორგანიზაცია და დაინტერესებული ადამიანი. წარმოაჩინოს სპორტული ცხოვრების სტილი, მიღწევები, ისტორია, ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესი .

ორგანიზატორების თქმით,  15-16 ივნისს, “სპორტფესტი”,  ნებისმიერი ამინდში გაიმართება.  თუ ხართ სპორტის მოყვარეული ან გსურთ ჩაერთოთ, გაიცნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, “სპორტფესტი” გელით “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში და მის  მიმდებარე გარე სივრცეში. აქტივობები დაიწყება 12:00 საათზე და გაგრძელდება  20: 00 საათამდე.

  ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

 

სპორტფესტის საორგანიზაციო გუნდია Alice Q, რომელსაც ღონისძიებების ორგანიზების 19 წლიანი გამოცდილება აქვს. გუნდის მიერ ორგანიზებულია 600-მდე ღონისძიება, მათ შორის შემდეგი ფესტივალები: ვორქშოფ ფესტის საორგანიზაციო გუნდია Alice Q, რომელსაც ღონისძიებების ორგანიზების 19 წლიანი გამოცდილება აქვს. გუნდის მიერ ორგანიზებულია 600-მდე ღონისძიება, მათ შორის შემდეგი ფესტივალები:

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.