fbpx

სად დავისვენოთ ბუნებაში საქართველოში – tripcamp გირჩევთ


გააზიარე სტატია

თუ ნანატრი ზაფხულის დარების დადგომასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქალაქში გაჩერება გაუსაძლისად იქცა და ბუნებაში დასვენების სურვილმაც გაიღვიძა,  Tripcamp აპლიკაციაში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მრავალფეროვან დასარჩენ სივრცეებსა და საინტერესო აქტივობებს იპოვით.  ისეთებს, რომლებზეც აქამდე წარმოდგენაც კი არ გვქონდა.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც IOS, ასევე ანდროიდის მომხმარებლებისთვის.

თუ უკვე სამსახურის კედლებში გაჩერება შეუძლებელი გახდა და მოგზაურობა და საქართველოს რეგიონების მოვლა გადაწყვიტეთ, სად შეიძლება დარჩეთ?

 

Tripcamp გირჩევთ:

თბილისთან ახლოს – კოჭბაანი

აი – აქ, კოჭბაანში. თბილისიდან 51 კილომეტრში, სადაც საინტერესო დასარჩენი სივრცე, გასტრონომიული კუთხე, განსაკუთრებული მასპინძლები, ირგვლივ უამრავი აქტივობა და რაც მთავარია, ყველა ჯერზე – ძალიან ესთეტიკურად და სასიამოვნოდ გაწყობილი სუფრა დაგხვდებათ.

 

გურია

მზიან, ღიამწვანე გურიაში მოგზაურობა ყოველთვის კარგი იდეაა, განსაკუთრებით, მაშინ, როცა იქ საინტერესო დასარჩენი სივრცე და გარემო გელოდება. Tripcamp-ში ამ ადგილს იპოვით გურიიდან, სადაც დასვენების გარდა, საინტერესო ადამიანების გაცნობას და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას შეძლებთ. აქ იმასაც ასწავლიან, თუ როგორი მნიშვნელოვანია, რომ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე და ჩამოვიყალიბოთ ყოველდღიური ჩვევები, რომელიც სამყაროს არ დააზიანებს.

 

რაჭა

რაჭა, მართლა სიყვარულია ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ თუ ჯერ არ ყოფილხართ, დროა, წახვიდეთ და შეიყვაროთ ან თუ უკვე ნახვის ბედნიერება გქონდათ, არა უშავს,  მაინც წადით, იმისთვის, რომ ხელახლა შეიყვაროთთ. იქ კი ეს ძალიან კოხტა და მყუდრო ადგილი დაგხვდებათ, უზარმაზარი ეზოთი და შთამბეჭდავი ხედებით. Სუფთა ჰაერითა და ჩიტების სასიამოვნოდ გამაყრუებელი ჭიკჭიკით.

 

სვანეთი

საქართველოს ბევრ ადგილზე ამბობენ, თუ ერთხელ მაინც არ ყოფილხარ ცოდვა ჩაგიდენიაო. სვანეთი ნამდვილადაა ამ ადგილების სიაში. Ზაფხულში თოვლდამდნარი, ახლადაყვავებული და ბუნებაგაღვიძებული სხვანეთის ნახვა ერთი დიდი სიამოვნებაა, მაშინ როდესაც აქ ასეთი დასარჩენი სივრცე და ის გზა გელოდებათ, რომელიც ამ ადგილზე მისვლამდე უნდა გაიაროთ.

 

მაღალმთიანი აჭარა

აჭარა მხოლოდ ზღვა რომ არ არის დიდი ხანია ყველამ ვიცით. Რა ჯადოსნური ბუნება და რა ხედებია მაღალმთიან აჭარაში, ალბათ, ყური მაინც მოგიკრავთ ან გინახავთ კიდეც. Მაგრამ ყურმოკრულს ნუ დაჯერდებით და აუცილებლად ესტუმრეთ ამ მხარეს, რომელიც, ალბათ, ისე შეგიყვარდებათ, რომ სიტყვა დასვენებაზე პირველი, რაც  გაგახსენდებათ აუცილებლად ზემო აჭარა იქნება.

 

აჭარა

ალბათ, იმაშიც დაგვეთანხმებით, რომ აჭარის ხსენება ზღვისა და ჩამავალი მზის სხივების გარეშე წარმოუდგენელია, tripcamp აპლიკაციაში ბევრ ადგილს იპოვით, რომლებიც ზღვასთან ძალიან ახლოსაა და რომლიდანაც შთამბეჭდავი ხედი იშლება. ერთ-ერთი კი ესაა.

 

მესხეთი

მესხეთი საქართველოს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და ნაკლებად ათვისებული მხარეა, აქ თავს განსაკუთებული ბუნება, გასტრონომიული შესაძლებლობები და დასამახსოვრებელი ხალხი იყრის. Tripcamp აპლიკაციაში მესხეთიდან ნამდვილ ჰობიტონს იპოვით და რამდენიმე დღის გატარებას სრულიად განსაკუთრებულ გარემოში მარტო ან მეგობრებთან ერთად შეძლებთ.

 

Tripcamp აპლიკაციით ამ ადგილების დაჯავშნას წამებში შეძლებთ.  აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც IOS, ასევე ანდროიდის მომხმარებლებისთვის და ჩამოტვირთვას ამ ლინკიდან შეძლებთ:  onelink.to/dejmby

Facebook

Instagram


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.