fbpx

სამართ[ლ]ებელი – ახალი მუსიკალური პროექტი IAMNIKITA-სგან


გააზიარე სტატია

IAMNIKITA ქართველი პერფორმერი, მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელიც ჟანრების მუდმივი ცვალებადობითა და მსმენელისთვის საინტერესო პროექტების გაზიარებით გამოირჩევა. სხვადასხვა კოლექტივთან ერთად მუშაობის შემდეგ ნიკიტამ გადაწყვიტა შეექმნა სოლო ბენდი – სამართ[ლ]ებელი, სადაც რამდენიმე წევრის საქმიანობას თავად შეითავსებდა.

IAMNIKITA – “ამ პროექტის იდეა შეიძლება ითქვას დიდი ხნის წინ გამიჩნდა, საკმაოდ ბუნდოვნად, მაგრამ ვიცოდი რომ მინდოდა ამ ჟღერადობაში მეცადა ჩემი თავი. ეს ერთგვარ გამოწვევად მივიღე.

რატომღაც ყოველ ზამთარს მინდებოდა ამ ჟანრში ჩასვლა და რაღაცების წამოღება. იმის გამო, რომ ქვეყანაში მაინც რთულია აკუსტიკური მუსიკის, სპეციფიკური არტისტების პოვნა, გარკვეული ძებნის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ყველაფერი თავად გამეკეთებინა და ეს ყველაფერი ერთ ალბომად შემეკრა.”

“სამართ[ლ]ებლის” იდეა კათარზისია. ესაა ადგილი, სადაც ერთიანდება ჩემი გამოცდილებების ყველაზე უტყუარი მტკიცებულებები – ფაქტები, რომლებიც ადასტურებს რომ გადავრჩით! ადამიანი გამოცდილებებით იქმნება და მიდის საკუთარ იდენტობასთან, ამიტომაა ჩემთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი. აქ შევძელი ჩემი ნამდვილი ემოციების მარცვლებად გადმოყრა და აქ არ გაჩერდება ეს მოგზაურობა.”

“სადებიუტო ალბომს “Heilung” დავარქვი, რაც შეხორცებას ნიშნავს. healing – ეს ერთი მხრივ ის აქტია, რომელსაც სცენაზე დგომისას ვგრძნობ და მინდოდა ადამიანებისთვისაც გამეზიარებინა და მეორე მხრივ პროექტის მთავარ იდეას ეხმაურება – ამ მძიმე ჟღერადობაში, რომელიც ყოველდღიურობას ჰგავს, დესტრუქციიდან აღმოცენდეს კათარზისი.”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.