fbpx

ქართველი კრეატორების გამარჯვების ამბები კანის ლომების ფესტივალიდან


გააზიარე სტატია

 

ორი ბრინჯაო ახალგაზრდებს, კიდევ ორი ოქრო თავისუფალი სიტყვის დასაცავად შექმნილ ვიდეორგოლს – ნახეთ ქართველი კრეატორების გამარჯვების ამბები კანის ლომების ფესტივალიდან.

კანის ლომების საერთაშორისო შემოქმედების ფესტივალის ახალგაზრდული შემოქმედების კონკურსში საქართველომ ორი ბრინჯაოს ლომი მოიპოვა. ანი თედიაშვილმა და მარიტა ყაველაშვილმა ბრინჯაო FILM-ის კატეგორიაში მიიღეს, ნინო თოთლაძემ და ლანა ბაჩალიაშვილმა კი PR- კატეგორიაში. პირველი გუნდი BOBA Production-ს წარმოადგენდა, მეორე კი ლივინგსტონს.

 

ფესტივალის გამარჯვებულებს შორის არის კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, ლიზა ღლონტი, რომელიც უკრაინელ ინა ტობაჩენკოსთან ერთად გერმანიის სახელით ასპარეზობდა FILM-ის კატეგორიაში – მათმა წყვილმა ვერცხლი მოიპოვა. დაჯილდოებაზე ქართულ-უკრაინულმა დუომ უკრაინისა და საქართველოს დროშები გაშალეს. ისინი გერმანულ სააგენტო BBDO Berlin-ს წარმოადგენდნენ.

ახალგაზრდულ კონკურსში გამარჯვებულები გამოვდინდებიან სულ 7 კატეგორიაში, რომელთა შორის არის მედია, დიზაინი, ბეჭდური დიზაინი, ციფრული მარკეტინგი.

გარდა ახალგაზრდული კონკურსისა, ქართულმა სააგენტომ, Metro Production-მა ორი ოქრო მიიღო ვიდეორგოლისთვის, რომელიც ავტორიზარიზმის შესახებ, თავისუფალი სიტყვისა და მედიის დასაცავად შეიქმნა გერმანელ პარტნიორებთან, Stink Films-თან, Innocean Berlin-თან და Reporters Without Borders-თან თანამშრომლობით.

METRO Production-ის ვიდეოპროექტი “First Speech” პირველად საერთაშორისო ფესტივალზე MEWYORKFESTIVAL-ზე იყო წარდგენილი. კანის ფესტივალზე ის წარდგენილი იყო კატეგორიაში “Film craft”. ოქროს Grand Prix ამ პროექტმა მიიღო ორ კატეგორიაში: საოპერატორო ნამუშევრისთვის დაჯილოდვდა კორნად ლოში, ხოლო მეორე ოქრო დიზაინის და საუკეთესო მხატვრობისთვის სოფო ბაზღაძეს ხვდა წილად.

კანის ლომების ახალგაზრდულ ფესტივალში საქართველოდან შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლები 2015 წლიდან მონაწილეობენ. თავად ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა კრეატიულ სფეროებში მომუშავე პროფესიონალებისთვის. ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ წელს ამ კონკურსის ახალგაზრდულ ნაწილში პირველად მიიღეს მონაწილეობა კრეატორებმა ყირგიზეთიდან და ყაზახეთიდან, ნომინანტებს შორის კი მოხვდნენ ინდოეთიდან, მექსიკიდან, სამხრეთ კორეიდან და პორტუგალიიდან ჩამოსული მონაწილეები. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.