fbpx

BORN THIS WAY – BIIMO-ს AR ინსტალაცია Slct Gallery-ში


გააზიარე სტატია

Slct Gallery  წაემოგიდგენთ BIIMO-ს AR ინსტალაციას – BORN THIS WAY, სადაც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის თემა ხაზგასმულია, როგორც მხატვრული გამოხატვის, ასევე საგანმანათლებლო ელემენტების საშუალებით.

ამ AR პროექტის ცენტრალური ფიგუეა ბავშვის სახეა –  BIIMO, რომელიც სიმბოლოა უდანაშაულობის და ცხოვრების დასაწყისის. სახე გამოსახულია ცისარტყელას ცოცხალ ფერებში, რათა წარმოადგინოს მრავალფეროვნება ლგბტქ+ საზოგადოებაში. ინსტალაციის ნახვა Street Gallery-ში, იაკობ ნიკოლაძის 14-შია შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი საკანონმდებლო წინადადებებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა უფლებები დისკრიმინაციული კონსტიტუციური კანონპროექტის მეშვეობით. გადამწყვეტოა, რომ უფლებები უნდა იყოს დაცული ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის.

BIIMO – ქუჩის ანონუმირი არტისტი და აქტივისტია, რომელიც იყენებს სხვადასხვა მედიუმებს სოციალური განცხადებებისა და პროტესტის დასაფიქსირებლად. მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია “дети” (ბავშვები), რომელიც მან, არტისტ ლევან ამაშუკელთან ერთდ ვენეციის ბიენალეს რუსულ პავილიონზე განათავსა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.