fbpx

“ჩიტის ბუდე” – არქიტექტორ ნიკოლოზ ლეკვეიშვილის ახალი პროექტი


გააზიარე სტატია

 

“არქიტექტურა შენობისათვის უნიკალური ფილოსოფიის ძიებაა”, ეს სიტყვები გახლავთ მთავარი და მამოძრავებელი იდეა არქიტექტორ  ნიკოლოზ ლეკვეიშვილის შემოქმედებაში.   ნიკოლოზ ლეკვეიშვილი, თანამედროვე ქართველი არქიტექტორი, სხვადასხვა მასშტაბის – კერძო, საჯარო, ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტების ავტორი და კომპანია “TIMM Architecture”-ის დამფუძნებელია.

დღეს მოგიყვებით მის ახალ პროქტზე, სახელწოდებით “Birdnest House” (“ჩიტის ბუდე”), რომელიც მთაწმინდაზე მდებარეობს და მისი  მრავალრიცხოვანი პროექტების მსგავსად, უნიკალური, გამორჩეული და განსაკუთრებულია.

“Birdnest House” გახლავთ მე-19 საუკუნის შენობის, მანსარდის ტიპის სივრცის, რეკონსტრუქციის, თანამედროვე ტიპის ბინად ტრანსფორმაციისა და შეტანილი ცვლილებების უბადლო შესრულების მაგალითი. იმის გათვალისწინებით, რომ მხატვრობა ერთ-ერთი მთავარი შთაგონების წყაროა ავტორისათვის,  შენობის ეს მანსარდი თავისი მდებარეობით, ვიზუალითა და გარშემორტყმული   ხედებით მოგვაგონებს ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის ნამუშევრებს. 

მანსარდის სამი ძირითადი სივრცე  შესასვლელი, მისაღები ოთახი და სასადილო ოთახებია. მყუდრო ოთახში მოკალათებულს კი პანორამული ხედები ფანჯრიდან უთუოდ ფერწერულ ნამუშევარს  გაგახსენებთ, ეს ყველაფერი კი აშკარად ხაზს უსვამს პროფესიონალიზმს, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სინთეზსა და ესთეტიკის აღქმის უბადლო ნიჭს. ის, რომ ყოველი მომდევნო ნამუშევარი წინაზე უკეთესი უნდა იყოს, ნიკოლოზ ლეკვეიშვილს თავის გუნდთან  ერთად ნამდვილად გამოსდის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.