fbpx

2 ივლისს თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიხსნა


გააზიარე სტატია

2 ივლისს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში თბილისისსაერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. კინოფესტივალის გახსნაზე რეჟისორ ბაქარ ჩერქეზიშვილის ფილმის, „აპოლო ჯავახეთის“ ჩვენება გაიმართა.

TISFF 2-7 ივლისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითიმართება. კინოფესტივალი XVII-ედ ტარდება. TISFF 2024-ის საკონკურსო კინოპროგრამა ნაჩვენები იქნება საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში.

სელექციის შედეგად, კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს 20 ქვეყნის 27 კინოსკოლა, რომელთაშორისაა: ალბანეთი, არგენტინა, აშშ, ბულგარეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუმინეთი, კანადა, პოლონეთი, ნორვეგია, ესპანეთი, ლიეტუვა, ლიბანი, ინდოეთი, სლოვაკეთი, საქართველო, საფრანგეთი, ნიდერლანდების სამეფო, ფინეთი, ჩეხეთი.

საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრები არიან: აშვინი მალიკი – სცენარისტი და დამოუკიდებელი კინორეჟისორი (ინდოეთი); მარიამ კანდელაკი – რეჟისორი და პროდიუსერი(საქართველო); ბერტ ბეიენსი –  კინორეჟისორი,  ბელგიის სამეფო.

წლევანდელი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის სტუდენტური ჟიურის წევრები არიან საქართველოს შოთარუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კინომცოდნეები: ნინი მუჩიაშვილი, სანდრო საგინაძე და თინათინ ასათიანი.

TISFF 2024-ის ფარგლებში, გარდა საკონკურსო კინოჩვენებებისა, დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება: მასტერკლასები, რომლებსაც გაუძღვებიან: პიტერ სლანსკი, კინო-ტელე ტექნოლოგიების პროფესორი, HFF (გერმანია); აშვინი მალიკი, სცენარისტი (ინდოეთი) და „ფიჩინგ ფორუმი“ – პირველი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციურიფილმის პროექტის განვითარების კონკურსის ვორქშოფი, რომელსაც ჩაატარებს ტუტორი, რეჟისორი ბაქარჩერქეზიშვილი.

7 ივლისს, 19:00 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიასუმასპინძლებს, რომელზეც გამოვლინდებიან „ფიჩინგ ფორუმის“ და საკონკურსო კინოპროგრამის გამარჯვებულები.

ფორუმის ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

საპრიზო ფონდი:

I ადგილი – 5000 ლარი

II ადგილი – 3000 ლარი

III ადგილი – 2000 ლარი

კინოპროგრამის გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოვლინდებიან:

  • გრან-პრი
  • საუკეთესო მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
  • საუკეთესო ანიმაციური ფილმი
  • სტუდენტური ჟიურის პრიზი

ასევე გაიცემა სპეციალური დიპლომები: საუკეთესო ხმის დიზაინისთვის, საუკეთესო ოპერატორისთვის და საუკეთესორეჟისორისთვის. დაჯილდოება უნივერსიტეტის II კორპუსის ეზოში (დავით აღმაშენებლის გამზირი #40) გაიმართება. დაჯილდოებისცერემონიის დასრულებისთანავე ნაჩვენები იქნება 2024 წლის გრან-პრის მფლობელი ფილმი.

ფესტივალი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიისმხარდაჭერით.

პარტნიორები: საქართველოს კინოაკადემია, ლეპერტი, რადიო ფორტუნა, „შავი ლომი“.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.