fbpx

12-13 ივლისს მედია ხელოვნებისა და მრავალმხრივი მუსიკის ფესტივალი IIIIITKESHI ბრუნდება


გააზიარე სტატია

კოჯრის ტყეში, 12-13 ივლისს მედია ხელოვნებისა და მრავალმხრივი მუსიკის ფესტივალი IIIIITKESHI აუდიო-ვიუზალური პერფორმანსებით, გამოფენებითა და საგანმანათლებლო ვორქშოპებით ბრუნდება.

თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე, ფესტივალი სტუმრებს ღია ცის ქვეშ ეპატიჟება, რათა მათ მდიდარი და მრავალფეროვანი აუდიოვიზუალური გამოცდილება გაუზიაროს. აუდიო-ვიზუალური პერფორმანსები, ახალი მედია ხელოვნების ინსტალაციები და მრავალფეროვანი საგანამანათლებლო პროგრამა ახალი ენერგიებითა და ჯადოსნური შთაბეჭდილებებით შეავსებს ტყის სივრცეს.

ვიზუალური ინსტალაციების პარალელურად, რომელიც Live-პერფორმანსებს გააფორმებს,  ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კონცეპტუალური გასტრონომიისა და ნატურალური ღვინის დახლები, რომელიც იმ ექსპერიმენტულ სიმრავლეს დაემატება, რომელიც ფესტივალი IIIIITKESHI წარმოგვიდგენს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by TKESHI (@tkeshi.festival)

ბილეთები

ფესტივალის სტუმრებს უფასო ტრანსპორტი თბილისის ცენტრიდან ყოველ 30 წუთში მოემსახურება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.