fbpx

TELA 2024 – ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი ასურეთში


გააზიარე სტატია

გარემოს დაბინძურება და მისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა.  დედამიწაზე დღითიდღე სულ უფრო მეტი ბუნებრივი  საფარი ნადგურდება, ბინძურდება ჰაერი, იღუპება ფლორა და ფაუნა და მათთან ერთად კაცობრიობაც. 

ამ მიმართულებით საჭიროა კიდევ უფრო ხმამაღლა საუბარი ყველა შესაძლო ტრიბუნიდან, მათგან კი განსაკუთრებით ეფექტიანი და გასაგები  ხელოვნების ენაა. 

ფესტივალი TELA, რომელიც წელს პირველად ტარდება, სწორედ ამ კონცეფციას  ეხმიანება. ფესტივალის მიზანია შეგვახსენოს, რომ ცივილიზაცია არ ნიშნავს მხოლოდ ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ წინსვლას და მათი განვითარება გარემოს დაზიანების გარეშე, ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობის პირობებშიც შესაძლებელია.  

ამ კონცეფციის გადმოცემას ფესტივალზე ელექტრონული მუსიკითა თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების საშუალებით  შეეცდებიან.  

TELA 2024 12-14 ივლისს თბილისიდან 45 კილომეტრში – ასურეთში გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ეს ადგილი ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტისა და მისი ეკოლოგიის გამო შეირჩა.

 ფესტივალის კონცეფცია ეყრდნობა 5 ძირითად ელემენტს: მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და სამყარო. პირველი ფესტივალი მიწის სტიქიას მიეძღვნება, მომავალი ფესტივალები კი დანარჩენ ელემენტებს დაეთმობა. 

წლევანდელი ღონისძიება გამორჩეული იქნება როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ელექტრონული სცენის ცნობილი არტისტების სიმრავლით.  50-მდე მუსიკოსი ამ მნიშვნელოვანი იდეის გარშემო გაერთიანდება და 3 დღის განმავლობაში 4 სხვადასხვა სცენაზე ელექტრონული მუსიკის ნამდვილ დღესასწაულს შესთავაზებს დამსწრეებს. 

Admo LIVE ✦ ALCI ✦ Annatron ✦ Answer Code Request ✦ Ash Scholem B2B Dalı ✦ Bambounou ✦ Bekuchi B2B Pasha ✦ Cristian Sarde ✦ Dito B2B Kvanchi ✦ Generali Minerali LIVE ✦ GiGi ✦ Gio Shengelia ✦ Helena Hauff ✦ Huerta ✦ Ika B2B Usherenko ✦ IKAKO B2B BEQA ✦ Jimi Jules ✦ Kraumur ✦ Liza Rivs ✦ Mancho ✦ Merouj ✦ Noizar ✦ Nu Zau B2B Sepp ✦ Oshana ✦ OTHR ✦ Pin B2B Pau Pérez ✦ Randomer ✦ Rhadoo ✦ Saphileaum LIVE ✦ Sibil ✦ Silverlining ✦ Tobako Tween ✦ Terence Fixmer ✦ tevz B2B Toke ✦ TIBE ✦ Tomma B2B Nika J ✦ Trikk ✦ Vera ✦ UCHA ✦ Yamagucci.

ამ და სხვა  მუსიკოსების ერთობლიობა უზრუნველყოფს ფესტივალის მუსიკალურ მრავალფეროვნებას. ფესტივალის სივრცისა და სცენების ვიზუალურ ნაწილზე კი  განსაკუთრებული არტისტები – თედო რეხვიაშვილი და მაკო ლომაძე იმუშავებენ.

ფესტივალი მიზნად ისახავს ასევე დამწყები  არტისტების/მხატვრების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას. TELA ქართველ ხელოვანებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს –  ისინი თავიანთ ნამუშევრებს წარუდგენენ არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო აუდიტორიას.  

ფესტივალის ორგანიზატორებს აქვთ ჯანსაღი ამბიცია, რომ TELA ხელს შეუწყობს ქვეყნის კულტურული და ტურისტული პოტენციალის გაზრდასა და მის პოპულარიზაციას. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.