fbpx

m²-ის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, Carpeteria-მ სპეციალური კოლექცია შექმნა


გააზიარე სტატია

ხელნაკეთი ხალიჩების და აქსესუარების ქართულმა ბრენდმა – Carpeteria-მ, m²-ის სლოგანის – “იცხოვრე შენი ცხოვრებით” შთაგონებით, სპეციალური კოლექცია შექმნა. 

გამორჩეული დიზაინის  სახლის ხელნაკეთ აქსესუარებზე Carpeteria-მ-ის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში იმუშავა. კოლექცია უმაღლესი ხარისხის ქართული შალის ძაფებითაა შექმნილი და ის ხალიჩებს, სარკეებსა და ბალიშებს აერთიანებს. ნივთების შეძენა ნებისმიერ მსურველს „კარპეტერიას“ ვებგვერდზე –  www.carpeteria.ge შეუძლია. 

“m²-სა და ადგილობრივ ბრენდებთან კოლაბორაციის იდეა ძალიან მალე გაჩნდა, მას შემდეგ  რაც ბაზარზე შემოვიტანეთ ჩვენი ახალი გზავნილი – “იცხოვრე შენი ცხოვრებით”.  პროექტს ორი მიზანი აქვს: ჩვენი შეტყობინების მომხმარებელთან უფრო ახლოს მიტანა და  ქართული ეროვნული ბრენდების მხარდაჭერა. რაც შეეხება Carpeteria-სთან თანამშრომლობას, ვფიქრობ, სახლის აქსესუარებს ყოველწამიერად შეუძლია ჩვენი შთაგონება და ჩვენთვის იმის შეხსენება, რომ ერთი ცხოვრება გვაქვს და უნდა ვეცადოთ, ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით“, – ირინა დუმბაძე, m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„გზავნილი – “იცხოვრე შენი ცხოვრებით“ ძალიან ახლოს არის ჩვენი სტუდიის ხასიათთან და ხელოვნების ფილოსოფიასთან. m²-თან კოლაბორაცია ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია, რადგან ის შესაძლებლობას გვაძლევს, გავხდეთ თქვენი სახლის შემოქმედების ნაწილი“, – ნათია ზირაქიშვილი, Carpeteria-ს თანადამფუძნებელი.

„ჩვენთან თითოეული ნივთი ინდივიდუალური დიზაინით იქმნება და ადამიანებს საშუალებას აძლევს, გამოხატონ თავიანთი უნიკალური ხასიათი“, – მარიამ მარგიანი, Carpeteria-ს თანადამფუძნებელი.

m²-მა კოლაბორაციული პროექტი ცოტა ხნის წამოიწყო. პროექტის ფარგლებში, კომპანიის სლოგანის – “იცხოვრე შენი ცხოვრებით” შთაგონებით, ქართული ბრენდები სპეციალურ კოლექციას ქმნიან და ის ისეთ ნივთებს თუ აქსესუარებს აერთიანებს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, მათ შორის: მაისურებს, ლეპტოპის ჩანთებს, მობილურის ჩასადებებს, სამგზავრო ჩანთებს, საპასპორტეებს, კიმონოებს, სახლის აქსესუარებს და სხვას.

სპეციალურად პროექტისთვის შეიქმნა ვებგვერდი – www.liveyourownlife.ge, სადაც კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი კოლექცია ერთ სივრცეში განთავსდება. ნივთების შეძენა კი, პარტნიორი კომპანიების ვებგვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი. 

ამ ეტაპზე პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული: ჯოვანი მორა, კარპეტერია, ქეისი, ფუნდუკი, ლავსთარსი, ნინეა და მეთერსი. მათი ნაწილი კოლექციაზე მუშაობს, ნაწილმა კი მუშაობა უკვე დაასრულა. ნივთების შეძენა პარტნიორი კომპანიების ვებგვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი. 

კოლაბორაციულ პროექტში ეტაპობრივად ჩაერთვება სხვადასხვა ქართული ბრენდი და „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ თემატიკაზე შექმნილი კოლექცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.