fbpx

“აპრილი” – დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმი ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსშია!


გააზიარე სტატია

81-ე  ვენეციის კინოფესტივალის სრული პროგრამა ცნობილია!

ფესტივალის ყველაზე პრესტიჟულ მთავარ კონკურსში დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმი “აპრილი”  მონაწილეობს!

კონკურსში  21 ნომინანტია, მათ შორის –  პედრო ალმოდოვარი, ტოდ ფილიპსი, ლუკა გუადანინო, პაბლო ლარეინი, ბრედ კორბეტი და ჯასტინ კურზელი.

მთავარი კონკურსის საერთაშორისო ჟიურის პრეზიდენტი წელს ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი გახლავთ. ჟიურის წევრები  არიან:  ჯეიმს გრეი, ენდრიუ ჰეი, აგნიეშკა ჰოლანდი, კლებერ მენდოჩა ფილო, აბდერაჰმან სისაკო, ჯუზეპე ტორნატორე, ჯულია ფონ ჰაინცი და ჟანგ ზიი.

 

აპრილი – ფილმის მოკლე აღწერა

ნინა პროვინციული ქალაქის ერთადერთ პატარა საავადმყოფოში ექიმ-გინეკოლოგად მუშაობს.  მარტოხელა ქალი პირნათლად ემსახურება ჰიპოკრატეს ფიცს.  მაგრამ, ერთხელ, მისი მორიგეობისას, მშობიარობიდან რამდენიმე წუთში, ახალშობილი იღუპება და მას დაუდევრობაში ადანაშაულებენ. იწყება გამოძიება ნინას პირადი და პროფესიული ცხოვრების ყველა დეტალზე. რისკების მიუხედავად, ის ბოლომდე იცავს პროფესიულ ღირსებას და პირად ფასეულობებს.

მთავარ როლებში:

  • ია სუხიტაშვილი
  • კახა კინწურაშვილი
  • მერაბ ნინიძე

პროდიუსერები:

  • ილან ამოუიალი
  • არჩილ გელოვანი
  • ლუკა გუადანინო
  • ფრანჩესკო მელზი დ’ერილი
  • დავით ზერატი

რეჟისორი და სცენარის ავტორი:  დეა კულუმბეგაშვილი

ოპერატორი: არსენ ხაჩატურანი

მონტაჟი: ჯაკოპო რამელა პაჯრინი (Jacopo Ramella Pajrin)

დისტრიბუცია:  Pyramide Distribution (საფრანგეთი)

ხანგრძლივობა: 134 წუთი

ქვეყნები:  საქართველო, იტალია, საფრანგეთი

ენა:  ქართული

ბიუჯეტი:  2 მილიონი ევრო

მოკლე ინფორმაცია რეჟისორზე: 

დეა კულუმბეგაშვილი ქალაქ ლაგოდეხში დაიბადა. 2013 წელს  კოლუმბიის უნივერსიტეტის  რეჟისურისა და სასცენარო პროგრამის სტუდენტი გახდა.

ფილმოგრაფია: Школа в Новом Свете (“სკოლა ახალ სამყაროში”, მინი სერიალი, რეჟისორი, რუსეთი, 2013); “უხილავი სივრცეები” (სცენარისტი, რეჟისორი, 2014); “10-16” (სცენარისტი, გაერთიანებული ემირატები/დიდი ბრიტანეთი/აშშ – 2014; “ლეთე” (სცენარისტი, რეჟისორი, 2016); “მზის ქალაქი” (დოკ., სცენარისტი, 2016); “დასაწყისი”  (სცენარისტი, რეჟისორი, 2020); 2020 წელს დასახელდა კანის კინოფესტივალის სპეციალური გამომშვების ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრად; კანის კინოფესტივალის 2020 წლის ოფიციალურ სელექციაში თავად რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი “დასაწყისი” დასახელდა; ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი კანის კინოფესტივალზე 3-ჯერ  წარადგინეს: მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარდგენილი იყო მისი სადებიუტო ნამუშევარი “უხილავი სივრცეები” (2014); “რეჟისორთა ორკვირეულის” სექციაში მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ლეთა” (2016); 2020 წელს დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა “დასაწყისი” 4 ჯილდო აიღო: კინოფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს ნიჟარა”; საუკეთესო რეჟისორის პრიზი – “ვერცხლის ნიჟარა”; საუკეთესო მსახიობი ქალი – “ვერცხლის ნიჟარა” (ია სუხიტაშვილი); საუკეთესო სცენარი – “ჟიურის სპეციალური პრიზი” (დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი). 2021 წელს დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.