Remember The Store ცნობილი დიზაინერის, ინდია მაჰდავის კოლექციას ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ
როდესაც ინტერიერის დიზაინში პრაქტიკული გადაწყვეტა და ხელოვნება ერთმანეთს ხვდება, იქმნება პროდუქტი, რომელიც შემდგომში ტრენდებს ქმნის და მასზე ხშირად ლაპარაკობენ. სწორედ ასეთი შემთხვევაა ცნობილი თანამედროვე არქიტექტორის და დიზაინერის, ინდია მაჰდავის შემოქმედება. ინდია მაჰდავის ერთ-ერთი კონცეპტუალური კოლექცია უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია და ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი ონლაინ მაღაზია Remember The Store-ის სელექციაში.
ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში, ფრანგულ-ირანული წარმოშობის მაჰდავიმ პარიზში სტუდია და შოურუმი გახსნა. მალევე ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ მისი სახელი ბრენდად იქცა, რომელიც დღეს ხარისხს და უნიკალურობას გულისხმობს.
ინდია მაჰდავის შემოქმედებითი ხედვა არაერთ საერთაშორისო პროექტთან არის დაკავშირებული. გარდა კომერციული პროექტებისა, ის ხშირად აწყობს ინსტალაციებს, რომელიც ინტერიერის ფუნქციური დეტალებითა და ავეჯით არის შთაგონებული. ინდია მაჰდავი ცნობილია არაერთი სახელგანთქმული სასტუმროს ინტერიერზე მუშაობის გამოცდილებით. სწორედ მისი, როგორც ინტერიერის დიზაინერის შემოქმედების შედეგია ისეთი ცნობილი და მაღალი კლასის სივრცეები, როგორებიცაა: ლონდონის The Gallery at Sketch, ნიუ-იორკის On Rivington, პარიზში მდებარე Café Français და Le Germain, ალპების Apogée Courchevel, Monte-Carlo Bach Hotel მონაკოში და ასე შემდეგ.
ინდია მაჰდავი თავისი პროექტით 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებშიც ჩაერთო – დიზაინერის სტუდია ამ მასშტაბური მოვლენის სტუმრებისთვის ტენისის სათამაშო სივრცედ იქცა, სადაც სპორტისა და ვიზუალური ხელოვნების იდეა ერთმანეთს ორიგინალურად ერწყმის. გარდა ინტერიერზე მუშაობისა, საყოველთაოდ ცნობილია ინდია მაჰდავის მიერ შექმნილი ინტერიერის დეტალები, რომლებიც ერთდროულად დეკორატიული და პრაქტიკული დანიშნულებისაა. ერთ-ერთი გამორჩეული სერიაა Mabouls კოლექცია, რომელიც მინის ჭურჭელს აერთიანებს.
კოლექცია მინიმალისტურიც არის და ფერადოვანიც, რაც კარგად გამოხატავს ავტორის მეტსახელს, რომლითაც მას ინდუსტრია მოიხსენიებს – “ფერების დედოფალი”. მინის კოლექცია აერთიანებს კარაფებს, სხვადასხვა ფორმის ჭიქებს, სასანთლეებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ კოლექციის შეძენა საქართველოში ონლაინ მაღაზია Remember The Store-ში ექსკლუზიურად შეგიძლიათ. მაჰდავის სერია ერთ-ერთია მსოფლიოში აღიარებული ბრენდების და არტისტების პროდუქციას შორის, რომელსაც Remember The Store-ში აღმოაჩენთ.
Mabouls-ის კოლექცია კიდევ ერთი სავიზიტო ბარათია მისი შემქმნელი არტისტისათვის, რადგან ის დიზაინერის ხელწერის ყველა დეტალს იმეორებს: ნეო-ბაროკოს სტილის გავლენას; კლასიკურისა და თანამედროვეს ორიგინალურ მიქსს; ფერების გაბედულ, თუმცა, ამავდროულად, დახვეწილი შეხამებას.
ინდია მაჰდავის სერიის დათვალიერებას
Remember The Store-ის ონლაინ კატალოგში შეძლებთ.