fbpx

Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel Tbilisi – ყველაფერი, რაც ამ სასტუმროს შესახებ უნდა იცოდეთ


გააზიარე სტატია

 

2023 წლის შემოდგომაზე ქართული სტუმარმასპინძლობის სფეროში უმნიშვნელოვანესი სივრცე Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel Tbilisi გაჩნდა. დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო “მარიოტის” ბრენდის უმაღლესი კლასის, პირველი Luxury Collection-ის სასტუმროა, რაც მულტიფუნქციური სერვისის შესაბამის სტანდარტებს და გამორჩეულ კონცეპტუალურ დიზაინს გულისხმობს.

ამ სტატიაში მოგიყვებით ყველა იმ სერვისის, სივრცისა და გამოცდილების შესახებ, რომელიც პარაგრაფ თბილისის სასტუმროში დაგხვდებათ. მნიშვნელოვანია, რომ ამ სერვისებით არა მხოლოდ მათ შეუძლიათ სარგებლობა, ვინც სასტუმროს ნომრების მომსახურებას ირჩევს, არამედ სტუმრებს, ვისაც სურს, სივრცეს განტვირთვის, გართობისა და დაუვიწყარი კულინარიული თავგადასავლებისათვის ესტუმროს.

Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel Tbilisi სხვადასხვა კონცეფციის რესტორნებსა და ბარს მოიცავს. თითოეული მათგანი თავისი უნიკალური ნიშით სტუმრებს განსაკუთრებულ სერვისს სთავაზობს.

 ერთ-ერთი პირველი სივრცე, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ, არის რესტორანი “ოსტიგანი”, რომელიც მსოფლიო სამზარეულოს მრავალფეროვან მენიუს გთავაზობთ. აქ დაგხვდებათ ქართული ტრადიციული კერძებიც, თუმცა თითოეულ მათგანს განსხვავებული სერვირებით მოგართმევენ. 

“ოსტიგანში” თითოეული კერძი განსაკუთრებული კულინარიული ოსტატობით იქმნება, რაზეც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფი სტეფან გორტინა ზრუნავს. რესტორანი გამორჩეულია ღვინის სელექციით, რაც ერთნაირად ხიბლავს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს. ყოველ კვირადღეს,   12-იდან 4 საათამდე რესტორანში ბრანჩის პერიოდია. ბრანჩი მთელი ოჯახის სრულყოფილად მასპინძლობას ითვალისწინებს, ამიტომ აქ არის კუთხე ბავშვებისთვისაც, სადაც რესტორნის პატარა სტუმრებს სპეციალური მენიუც დახვდებათ.

კიდევ ერთი სივრცე არის “ტალანი” – ეს არის ე.წ. ლობი ლაუნჯი, სადაც გამორჩეული არტიზანული საკონდიტრო კუთხე გელოდებათ. ყველა დესერტი უმაღლესი ხარისხის საკონდიტრო პროდუქციით საგანგებოდ შერჩეული კონდიტრების მიერ ადგილზევე  მზადდება. თითოეული მათგანი გემოსთან ერთად ულამაზესი ვიზუალით გამოირჩევა, რაც არტიზანული კონდიტერიისათვის ერთ-ერთი დამახასიათებელი დეტალია. 

ამავე სივრცეში სტუმრებს შეუძლიათ ჩაის დალევის რიტუალსაც დაესწრონ და ყველა იმ ტრადიციულ თავისებურებას ეზიარონ, რაც ჩაის კულტურას  საინტერესო ფენომენად აქცევს. ლობი ლაუნჯში სტუმრებს სასიამოვნო მუსიკალური საღამოებიც ელით – საღამოს, 5-იდან 9 საათამდე როიალზე ზაზა მარჯანიშვილი სხვადასხვა კომპოზიციებს შეასრულებს.

თუ გემრიელი კოქტეილები გიყვართ, მაშინ პარაგრაფ თბილისის ტერასას – “ეარს” უნდა ესტუმროთ. აქ მიქსოლოგები 200-მდე სახეობის კოქტეილს შემოგთავაზებენ, მათგან ზოგიერთი სპეციალურად ამ ადგილისათვის შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს,  რომ მათ სხვაგან ვერ დააგემოვნებთ. აღსანიშნავია, რომ “ეარის” ტერასის სავიზიტო ბარათი თბილისის ულამაზესი ხედია, რაც ერთნაირად შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის როგორც დღისით, ასევე – ღამის საათებში.

 

სასტუმროს კიდევ ერთი სივრცე არის ბარი და ლაუნჯი “ჩინარი”, რომელიც შიდა სივრცეშია განთავსებული და პარაგრაფ თბილისის სტუმრებს კარს შემოდგომიდან გაუღებს. აქ სტუმრებს ელექტრონული მუსიკის ლაივ სეტები და სასმელების მრავალფეროვანი მენიუ ელოდებათ.

 

გარდა კულინარიული თავგადასავლისა და გართობისა, პარაგრაფ თბილისი განტვირთვის, ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისათვის საუკეთესო გარემოს გთავაზობთ. სასტუმროში  ბოლო სამ სართულზე განთავსებულია სპა, რომელიც საქართველოში სერვისის და სპა პროცედურების ყველაზე მაღალ სტანდარტს გვთავაზობს.

სასტუმროს სპა საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს ბრიტანულ ბრენდ ESPA-ს. აქვე გეტყვით იმას, რომ ESPA მსოფლიოში წამყვანი ლუქს ბრენდია, რომელიც კანის მოვლისა და სპა პროცედურებისათვის მრავალფეროვან  ხაზს გვთავაზობს. სილამაზეზე ზრუნვის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაერთიანებით, ESPA ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებულ უნიკალურ პროდუქტებს ქმნის. რაც შეეხება უშუალოდ სასტუმროს სპა სივრცეს, აქ განთავსებულია ყველა ტიპის საუნები, ორთქლის აბანოები, ე.წ. რელაქსაციის სართული.

ასევე აღსანიშნავია, რომ პარაგრაფ თბილისში სპეციალურად ინდოეთიდან მოწვეული იოგი დაგხვდებათ.  სასტუმროში განთავსებულია მულტიფუნქციური სავარჯიშო დარბაზიც მსოფლიოში წამყვანი ბრენდის – TechnoGym-ის უახლესი ფიტნეს აღჭურვილობით. ფიტნეს დარბაზი მოიცავს  საქართველოში პირველ ე.წ. პრამა სტუდიას, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი სავარჯიშო სივრცეა. 

პარაგრაფ თბილისის ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ თბილისში მაღალი კლასის მრავალფეროვან უნიკალურ სივრცეს ეძებთ, ეს სწორედ  ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.