fbpx

გავაზაფხულოთ – თბილისი მოლმა სიურპრიზებით და საჩუქრებით სავსე საზაფხულო კამპანია დაიწყო


გააზიარე სტატია

ზაფხული დასვენებისა და დიდი თავგადასავლების სეზონია – დრო, როცა უამრავი ახალი ადგილის მონახულებას და მზიანი დღეების საინტერესოდ გატარებას ვგეგმავთ. მთელი ამ ამბის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და სასიამოვნო ნაწილი კი საგანგებო სამზადისია – საზაფხულო შოპინგი, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა, ოჯახთან ერთად დასვენებისათვის ემზადებით, მეგობრებთან ერთად გართობისათვის თუ მარტო გეგმავთ სამოგზაუროდ წასვლას – ზაფხულის სეზონისთვის სასურველი ნივთების სია ყველას აქვს.

სწორედ ზაფხულის სეზონის შოპინგთან დაკავშირებით თბილისი მოლმა გადაწყვიტა, ეს პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს და მომხმარებელს სიურპრიზებით და საჩუქრებით სავსე კონკურსს სთავაზობს. თბილისი მოლში შეძენილი ნივთების ჩეკების შეგროვებით შეგიძლიათ, ამ კონკურსის გამარჯვებული გახდეთ და თქვენი ზაფხული იმაზე დასამახსოვრებელ მოგონებად აქციოთ, ვიდრე გეგმავდით

 

View this post on Instagram

 

A post shared by Tbilisi Mall (@tbilisimallofficial)

გათამაშებაში ჩართვა ძალიან მარტივია – თბილისი მოლში შოპინგისას ჩეკები უნდა შეაგროვოთ. გამარჯვებულები სწორედ ჯამურად ყველაზე მაღალი ჩეკის მფლობელები იქნებიან. თბილისი მოლის კონკურსის მთავარი პრიზი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მზიან რას ალ ხაიმაში საოჯახო მოგზაურობა და მანარ მოლის შოპინგ ტურია. გარდა ამისა, დაწესებულია სხვა პრიზებიც: კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ თბილისი მოლის 1000ლარიანი სასაჩუქრე ბარათები, ასევე მოლის სივრცეში განთავსებული ბრენდებისგან ვაუჩერები და სხვადასხვა საჩუქარი.  

ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსის წესების ზედმიწევნით დაცვაა. ეს წესები კი შემდეგია: 

  • თითოეული ჩეკი უნდა იყოს თბილისი მოლში 2024 წლის 20 ივლისიდან შეძენილი, რომელიმე მაღაზიიდან/ობიექტიდან;
  •  თითოეული ჩეკის დახარჯული თანხა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 70 ლარს;
  • შეგროვებული ჩეკები პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნდა წარადგინოთ თბილისი მოლის საინფორმაციო სტენდთან 1-ელი სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით 10:00-იდან 21:00 საათამდე;
  •  7 სექტემბერს თბილისის მოლის Facebook გვერდის და ასევე შიდა მონიტორის საშუალებით გამოვლინდება ყველაზე მეტი ჩეკის მფლობელი;
  •  8 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით სისტემატურად გამოქვეყნდება ყველაზე მაღალი ჩეკის რაოდენობა, რათა კონკურსანტებმა მიიღონ ინფორმაცია, იშოპინგონ მეტი, გაზარდონ ჩეკის მოცულობა და სხვა კონკურსანტებს შეეჯიბრონ; 
  • საბოლოო ჩეკები უნდა წარადგინოთ არაუგვიანეს 16 სექტემბრის 21:00 საათამდე; 
  • იმ შემთხვევაში, თუ ორი მომხმარებელი იდენტური ჯამური რაოდენობის ჩეკს შეაგროვებს, საჩუქარს მიიღებს ის, ვინც საინფორმაციო სტენდთან მას პირველი წარადგენს;
  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან 21 სექტემბერს, თბილისი მოლის მთავარ ატრიუმში.

კონკურსის წესების თანახმად, კონკურსისადმი მაქსიმალური სანდოობისათვის მასში  არ მონაწილეობენ თბილისი მოლის თანამშრომლები. 

კონკურსის მასშტაბურობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისი მოლი ქართულ რეალობაში მომხმარებელთან კომუნიკაციის ახალ სტანდარტს ამყარებს. სივრცე, რომელიც თქვენთვის მუდამ კარგ განწყობასთან და სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება, ამ კამპანიით კიდევ უფრო გამოკვეთს თავის მთავარ პრიორიტეტს – მომხმარებელზე ზრუნვას.

და თუ შოპინგს უახლოეს დღეებში გეგმავთ, თქვენი სურვილების სია შეგიძლიათ გაბედულად გაამრავალფეროვნოთ, რადგან ამ გზით დაუვიწყარი საჩუქრების მოგების შესაძლებლობაც მეტად იზრდება.


კამპანიაზე იმუშავეს:

  • სააგენტო: VAVAVA
  • შემოქმედებითი ხელმძღვანელი: გვანცა ჩლაიძე; ტატა ქათამაძე
  • ექაუნთ ლიდი: სალომე ბეჟიტაშვილი
  • პროექტის ლიდი: თაკო სიმონიშვილი
  • არტ დირექტორი: ანი ჭოღოშვილი; ნატა სოფრომაძე
  • რეჟისორი, სცენარი: ნატა სოფრომაძე
  • ოპერატორი: ირაკლი მეტრეველი
  • კოსტიუმები: ლიზიკო ჭეიშვილი
  • მონტაჟი: ლევან ბუთხუზი
  • ასისტენტები: ვალტერ გორიანოვი, სეიმურ სეიდიევი
  • ქოფირაითერი: გვანცა დარსანია
  • მოუშენ დიზაინერი: კოკა კიტია
  • გადამღები კომპანია: Tesli Studio
  • ბრენდი: თბილისი მოლი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.