fbpx

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თეატრი სახელოსნო 42-ის ახალი სეზონს


გააზიარე სტატია

სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების,დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით – კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ,ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ 14 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, შეიძინონ თეატრის  ბილეთები.

 

სეზონის აფიშა:

  • 19 სექტემბერი, ხუთშაბათი – 1921-1924
  • 20 სექტემბერი, პარასკევი – 1921-1924
  • 21 სექტემბერი, შაბათი – 1921-1924
  • 24 სექტემბერი, სამშაბათი – 1921-1924
  • 25 სექტემბერი, ოთხშაბათი – 1921-1924
  • 26 სექტემბერი, ხუთშაბათი – ფრეკენ ჟული
  • 27 სექტემბერი, პარასკევი – დონ ჟუანი
  • 28 სექტემბერი, შაბათი – დირიჟორი
  • 29 სექტემბერი, კვირა – ტუტსი

 

 ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს.

  

*სპექტაკლების ანოტაცია

1921-1924

სპექტაკლში მოქმედება საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო დღეების და ბოლშევკური რეპერესიების ფონზე ვითარდება. საქართველოს გასაბჭოებამ ადამიანებს წაართვა მთლიანად ცხოვრება – მომავალი, სიყვარული, ოცნება და ტრაგიკულ ბედისწერაში გამოკეტა.

დირიჟორი

1946 წელს ნიუნბერგში, ბერლინის სახელმწიფო ორკესტრის მთავარ დირიჟორს – ფურტვენგლერს ასამართლებენ.

დებორა არნოლდი ცნობილი გერმანელი დირიჟორის, დოქტორ ფურტვენგლერის წარსულის გამოძიებას ცდილობს. დაკითხვის ოთახი განსხვავებული იდეოლოგიების ბრძოლის ველად იქცევა: შეიძლება თუ არა, გამიჯნო ხელოვნება და პოლიტიკა? იცხოვრო და იმუშავო მშვიდად, მას შემდეგ რაც ეშმაკს ჩამოართვი ხელი? შეუძლია მუსიკას ადამიანის სულის გათავისუფლება? რონალდ ჰარვუდის ეს დამატყვევებელი პიესა ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს, თუმცა პასუხის მოსმენა მარტივი არ იქნება.
 

ფრეკენ ჟული

,,ფრეკენ ჟული“ ერთ-ერთი ყველაზე, საინტერესო, მრავლისმთქმელი და ღრმა პიესაა სარეჟისორი და სამსახიობო თვალსაზრისით.
ეს არის ამბავი, კლასობრივად სრულიად სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ადამიანებზე, რომლებიც სურვილების და მანიპულაციის გამაბრუებელ ფერხულში ებმებიან.

 

TooTsie

სპექტაკლის იდეა ამავე სახელწოდების ფილმიდან მოდის, თუმცა მთავარი აქცენტი მსახიობის პროფესიისადმი სიყვარულზე და თავგანწირვაზეა. ეს არის ამბავი მსახიობის უამრავი ფიქრის, ტკივილის, გრძნობების და იმ მთავარი მისიის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა და ამ მისიის შესასრულებლად ყოველ დღე იბრძვის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.