fbpx

ადამიანები ბორჯომიდან – ისტორია #12 – ლიზი ნატბელაძე, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლე


გააზიარე სტატია

12 აგვისტოს, მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 10 წელზე მეტია ახალი თაობის ინტერსების, მათი გეგმების და პროექტების მხარდამჭერია კომპანია „ბორჯომი“ და ბორჯომის ტრენინგ ცენტრი, რომელიც 5000-ზე მეტი მოსწავლისთვის იქცა საყვარელ ადგილად. ჩვენი მოსწავლეები იზრდებიან, დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ, ეს კედლები კი მათ ყოველთვის ბავშვობაში აბრუნებს. „ადამიანები ბორჯომიდან“, პროექტის მე-12 გმირს, უკვე პირველი კურსის სტუდენტს ლიზი ნატბელაძეს გაგაცნობთ.

„ბორჯომი ჩემთვის ყველა ტკბილ და ბედნიერ მოგონებასთან ასოცირდება, სასწაულია ამ პატარა, მთებს შორის ჩაფლულ, ქალაქს როგორ მარტივად შეუძლია ნებისმიერი ადამიანის გულის მოგება. ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ის ადგილები, სადაც მე და ჩემი მეგობრები სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ და ერთმანეთს ინტერესებს ვუზიარებთ. მათ შორის არის ბორჯომის ტრენინგ ცენტრი – არაფორმალური განათლების კერა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში, ეს ადგილი უკეთესობისკენ ცვლის ახალგაზრდების ცხოვრებას. დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო ჩემს მასწავლებლებზე, მეგობრებზე და იმ დღეებზე, რომლებიც ბორჯომის ტრენინგ ცენტრთან მაკავშირებს. დღეს მე გერმანიაში წასასვლელად ვემზადები, სწავლას პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით გავაგრძელებ იმ სამი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში, რომელსაც საბოლოოდ ავირჩევ. ევროპაში განათლების მიღება ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება და მიზანი იყო. ახალი და გამოწვევებით სავსე ეტაპის დასაწყებად მზად ვარ, მიხარია, რომ ირგვლივ ბევრი ადამიანი მყავს, ვინც მხარს მიჭერს და მგულშემატკივრობს.

მეც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ვიზრუნებ ჩემი ქალაქის განვითარებაზე და უკეთეს მომავალზე. ყველას, ვინც ბორჯომში ჯერ ნამყოფი არ არის, მოვუყვები მინერალურ წყალზე, რომლითაც თითოეული ბორჯომელი ამაყობს. გავაცნობ მთებში ჩაფლული ქალაქის სილამაზეს და აუცილებლებად მოვუყვები ბორჯომის ტრენინგ ცენტრზე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში იმ დროს გამოჩნდა, როცა ძალიან მჭირდებოდა სიახლეები და ინტერსების გაფართოება.“


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.