fbpx

თავისუფლების მოყვარული, კოსმოპოლიტი მოგზაურისა და m²-ის სინერგია ფილოსოფიაში – „იცხოვრე შენი ცხოვრებით“


გააზიარე სტატია

 m²-ის გზავნილის – „იცხოვრე შენი ცხოვრების“ – ვიზუალური ინტერპრეტაცია „ჯოვანი მორას“ არაჩვეულებრივი აქსესუარების კოლექციაში შედგა.  Giovanni Morra-სა და m²-ის კოლაბორაციის პროექტის ფარგლებში რამდენიმე თვეა აქტიური, შემოქმედებითი მუშაობა მიმდინარეობს.  

დღეს ამ საინტერესო და მრავალმხრივმა პროცესმა კონკრეტული შედეგები მოიტანა: შეიქმნა აქსესუარებისა და მაისურების ახალი, ფერადი კოლექცია, რომლის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.liveyourownlife.ge, შეძენა კი – „ჯოვანი მორას“ ონლაინ მაღაზიაში – www.giovannimorra.com და პოპაპ სტენდზე – “გალერია თბილისი”, მე-2 სართული.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოლაბორაციები ბრენდებთან და ნიჭიერ, საინტერესო ადამიანებთან ჩვენს ბრენდს ამდიდრებს და მრავალფეროვნებას მატებს. “ჯოვანი მორას“ მიერ შექმნილი კოლექცია, მისი ვიზუალური ხასიათი და ჩვენი გზავნილი – „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ ყოველდღიურობას მეტ თავისუფლებასა და სიხალისეს მისცემს,“ – ამბობს m²-ის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი ირინა დუმბაძე. 

“იცხოვრე შენი ცხოვრებით“ სრულ თანხვედრაშია თავისუფლების მოყვარული, კოსმოპოლიტი მოგზაურის, ჯოვანის ფილოსოფიასთან, რომელსაც ცხოვრების უნიკალური გზა (life path) გამოარჩევს. -მა კოლაბორაციული პროექტი ცოტა ხნის წინ წამოიწყო. პროექტის ფარგლებში კომპანიის სლოგანის – “იცხოვრე შენი ცხოვრებით” – შთაგონებით, ქართული ბრენდები სპეციალურ კოლექციებს ქმნიან.  კოლაბორაციულ პროექტში ეტაპობრივად ჩაერთვება სხვადასხვა ქართული ბრენდი.  

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.