fbpx

“კონცეფცია ვის რად უნდა” – დამოუკიდებელი ჯგუფური გამოფენა “არტარეა გალერიში”


გააზიარე სტატია
ARTAREA Gallery-ში 13 ხელოვანის (დიმიტრი ალექსიძე, სალომე ბოჭორიშვილი, გიორგი გელაძე, ანა კეზელი, ლიზა კვანტალიანი, თეკლა კიღურაძე, მერაბო ლომაძე, ქეთევან ლომაძე, საბა მჟავანაძე, სოფო სიმონიშვილი, სანდრო ფაჩუაშვილი, ლუკა ძაგანია, ნინა წოწორია) დამოუკიდებელი ჯგუფური გამოფენა “კონცეფცია ვის რად უნდა” გაიმართა, რომელიც ფერწერულ ნამუშევრებს აერთიანებს. დაგეგმვის და განხორციელების პროცესი ძალიან სპონტანურია. გამოფენას არ აქვს მკაცრი სტრუქტურა, კონცეფცია და საზღვრები.
ეს არის ხელოვანების მცდელობა, საერთო სივრცეში მოაქციონ მრავალფეროვანი ხედვები, გვერდში დაუდგნენ ერთმანეთს და მხარი დაუჭირონ თითოეულის შემოქმედებას.

‘კონცეფცია ვის რად უნდა’  – სახელი თავისთავად გვკარნახობს კონცეფციის არ არსებობას გამოფენის ფარგლებში. ეს არა მხოლოდ არ არსებობა, არამედ მისი უარყოფაა. 13 მონაწილე, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობს და ქმნის ნამუშევრებს მხოლოდ მათი თავიდან გამომდინარე, ერთიანდება სივრცეში სადაც მათ მხოლოდ ნამუშევრის შექმნის გაუჩერებელი სწრაფვა აერთიანებს.

ცალკეულად მონაწილეებს საკმაოდ განსხვავებული და ერთმანეთან დაუკავშირებელი ნამუშევრები აქვთ თუმცა ერთიან სივრცეში ითქმის ის რაც სათაურად წარმოდგება კონცეფცია არ არის კონცეფცია არ გვჭირდება ‘კონცეფცია ვის რად უნდა ‘. გამოფენის ძირითადი იდეაა დამთვალიერებელმა დაამყაროს ინდივიდუალური ემოციური კავშირი ნამუშევრებთან. ფერწერა თვითმყოფადი და ბუნებრივად მეტყველია.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.