შემოქმედებითი მედიაცია: ცვლილებები გარემოსთვის
ქართული განათლების სივრცეში შემოქმედებითი მედიაციის პროგრამა თანამედროვე სწავლების პრინციპების გამორჩეული გამტარებელია.
ის გახლავთ სამთვიანი ტრანსფორმაციული და ინტენსიური პროგრამა, რომლის დევიზია “მე-დან ჩვენზე” (From Me To WE).
ჩვენი გუნდის ამოცანაა სამი თვის განმავლობაში დაეხმაროს სტუდენტს საკუთარი პროექტის ფორმულის პოვნაში, დახვეწასა და განხორციელებაში. ამასთან ერთად, მონაწილეები პარალელურ რეჟიმში გაივლიან 15 ინტენსიურ კურსს, რომელთა შედეგებსაც საზოგადოებას პრეზენტაციებისა და გამოფენების სახით წარუდგენენ.
ჩვენი ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამა დაცლილია აკადემიურობისგან – გამოცდების, ნიშნების, სერტიფიკატებისა და დიპლომებისგან.
პროგრამის არაფორმალურობა ხელს უწყობს თავისუფალი მიკროკლიმატის შექმნას, რომელიც, ისევე როგორც ბუნებაში, საუკეთესო პირობას წარმოადგენს მონაწილეთა მრავალმხრივი პოტენციალის გამოსავლენად.“შემოქმედებითი მედიაცია: ცვლილებები გარემოსთვის” განკუთვნილია სრულწლოვანი ადამიანებისთვის და კონკურსის შედეგად შერჩეული მონაწილეებისთვის იგი უფასოა.
“შემოქმედებითი მედიაცია: ცვლილებები გარემოსთვის” – პროგრამა:
Course/Talk title | Author |
Creative Mediation(Creative Research,Spacemaking) | Wato Tsereteli / Galaqtion Eristavi, Aleksi Soselia |
Creative Managment | Vakhtang Urushadze / Giorgi Spanderashvili |
Social Art History | Lali Pertenava |
Self-organization | Gocha Gelashvili |
Field Laboratory | Galaqtion Eristavi |
Forest Ecology | Vasil Metreveli |
Art as Practice | Wato Tsereteli |
Photography | Beat Streuli |
Moving Image | Ulirch Polster |
Audio | Scott McCulloch |
Lesson of Nature | Giorgi Muskhelishvili |
Community Cooking | Ninutsa Shatberashvili |
Labor Culture | Mamuka Samkharadze |
Wood Culture(Work) | Zura tsophurashvili |
Shop of Everything | Ilia makharadze |
Ecology in Futurology | Dato Samnashvili |
Ხმა-მეთოდი | Giorgi Jorjoliani |