fbpx

“სად არის ღმერთი?” – ანნა ყაჭეიშვილის პერსონალური ფოტოგამოფენა


გააზიარე სტატია

სად არის ღმერთი?
იმე არი ღეერბეთ?
ეს კითხვა ალბათ ყველა ადამიანს ერთხელ მაინც დაუსვამს. არსებობს თუ არა საერთოდ? თუ არსებობს, როგორია? წვერიანია? მოხუცია? კეთილია? ღმერთის სწამს? მაღალია? ძლიერია? სუნთქვა შეუძლია? და ა.შ.

2015 წელს ფოტოგრაფმა ანა ყაჭეიშვილმა პირველად იმოგზაურა სვანეთში. ამ მოგზაურობამ დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე და გამოფენაზე წარმოდგენილი პროექტის შექმნის ინსპირაციაც გახდა. 11 საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ ანამ თქვა, რომ აქ აღარ დაბრუნდებოდა, თუმცა მსგავსად არაერთი სხვა ადამიანისა, სვანეთის იდუმალმა ენერგიამ მასზეც განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა, შეაყვარა ეს რეგიონი და მისი ხალხი.  შემდეგი წლების მანძილზე ანამ ფეხით მოიარა და იკვლია სვანეთის არაერთი სოფელი. მისი შავ-თეთრი ფოტოები, რომლებშიც სვანეთი მისტიკური და ირეალური განწყობითაა აღბეჭდილი, ცხადად აჩვენებს იმ ძლიერ კავშირს, რაც ავტორს ამ სივრცესთან აქვს.

ანა ყაჭეიშვილის სვანეთში გადაღებული ფოტო სერიის მნიშვნელოვანი ნაწილი ლამპრობის დღესასწაულს ეთმობა. ეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, რომლის დროსაც, ადგილობრივთა რწმენით, ცოცხლები და გარდაცვლილთა სულები ერთად იკრიბებიან, განსაკუთრებული დელიკატურობითაა გადაღებული, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს რიტუალის საკრალურობას.

გამოფენის კურატორი: მირიამ გრიგალაშვილი

პროექტის მხარდამჭერები: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, ჰუალინგ ჯგუფი, ირაკლი გურჩიანი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.