fbpx

EU4Culture Network Festival: City Stories. Diverse Voices – გორში პროექტ EU4Culture-ის ფესტივალი გაიმართება


გააზიარე სტატია

20-21 სექტემბერს გორის ხელოვნების სახლში ფესტივალი   EU4Culture Network Festival: City Stories. Diverse Voices გაიმართება. ფესტივალი კულტურის სფეროში ევროკავშირის პროექტის, EU4Culture-ის ოთხწლიან მუშაობას შეაჯამებს. ფესტივალზე  წარმოდგენილი იქნება EU4Culture პროექტის შედეგები და მათი გავლენა საქართველოს კულტურასა და შემოქმედებით სექტორზე. 

ფესტივალი ფოკუსირებულია შემოქმედებითი ინიციატივებსა და ქმედებების მრავალფეროვნებაზე. ფესტივალი ეძებს გადაკვეთის წერტილებს როგორც დიალოგის, თანამშრომლობის, ჰარმონიული თანაარსებობისა და ახალი საწყისის საშუალებას.

ფესტივალში მონაწილეობს 25-მდე ქართველი ხელოვანი და კულტურის სფეროს  პროფესიონალი.  მათ შეუერთდებიან მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან და უკრაინიდან. ფესტივალის პროგრამა აერთიანებს გამოფენას, აუდიო-ვიზუალურ და ცეკვის წარმოდგენებს, პანელურ დისკუსიას, ვორქშოპებს, მასტერკლასს, ფილმის ჩვენებას და სხვა შემოქმედებით აქტივობას. 

EU4Culture კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4-წლიანი პროექტია. პროექტი განსაკუთრებით ფოკუსირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებზე. პროექტს EU4Culture ახორციელებენ: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. პროექტი 2021 წლის იანვარში დაიწყო და ოთხი წლის განმავლობაში ხელი შეუწყო საქართველოს სამი რეგიონული ქალაქის – ზუგდიდის, ქუთაისისა და ფოთის კულტურის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას, კულტურული სცენის გაძლიერებასა და განვითარებას. 

 

პროექტის დახმარებით 70-მდე ქართველმა ხელოვანმა და კულტურის პროფესიონალმა ისარგებლა მობილობის გრანტით და პროფესიული ზრდის პროგრამით. რეგიონის მასშტაბით 60-მდე საჯარო მოხელემ და კულტურის პროფესიონალმა მიიღო მონაწილეობა შესაძლებლობების განვითარების პროგრამაში, რაც გულისხმობდა სხვადასხვა ტრენინგში ჩართულობას და  გადამზადებას  მათი პროფესიული ზრდისთვის.  

რაც შეეხება დაანონსებულ ფესტივალს – EU4Culture Network Festival: City Stories. Diverse Voices,  ღონისძიებაზე  მოსახვედრად გამოყოფილია უფასო ავტობუსები შეზღუდული რაოდენობით (თბილისი – გორი – თბილისი)

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს.

იხილეთ ფესტივალის სრული პროგრამა.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.