ახალი თეატრის ახალი სეზონი
ქართული თეატრი, ხანგრძლივი ისტორიით და განვითარების მრავალი ეტაპით, მუდმივად ირეკლავდა იმ ტენდენციებს, რაც ხელოვნების ამ მიმართულებაში არსებობდა და ცდილობდა მნიშვნელოვანი როლის შესრულებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იქნებოდა ეს ანტიკური მისტერიები, რელიგიური წარმოდგენები თუ სამეფო კარის თეატრის დადგმები. პროფესიული თეატრის პირველი ჩანასახები მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს ჩნდება, ერეკლე მეორის სასახლის კარზე შექმნილ საერო თეატრებში, რომლის მსახიობებიც და დრამატურგებიც კრწანისის ბრძოლაში დაიღუპნენ. შემდეგ იყო სცენის მოყვარეთა წრეები მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში და გიორგი ერისთავის ხელმძღვანელობით დაარსებული პროფესიული ქართული თეატრი, რომლის პირველი წარმოდგენაც, “გაყრა”, ითვლება ქართული თეატრის დაბადების თარიღად.
გიორგი ერისთავის თეატრი მაგალითი იყო დამოუკიდებელი და უკომპრომისო შემოქმედებითი კოლექტივისა, რომელიც თამამად აკრიტიკებდა იმდროინდელ თავადაზნაურობას და სახელმწიფო ჩინოვნიკებს, იმის მიუხედავად, რომ სპექტალების დადგმო ხარჯებს სწორედ ქართველი-თავადაზნაურობა ფარავდა, თეატრის შენობა კი კავკასიის მეფისნაცვლის, მიხაილ ვორონცოვის ინიციატივით აშენდა. ერისთავის თეატრი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ დროს თბილისში უკვე იშვიათობა იყო ქართულ ენაზე სახელოვნებო ღონისძიებები – მეფის რუსეთის პოლიტიკა თბილისის საჯარო დაწესებულებებში ქართულ ენის გამოყენების მკაცრად ზღუდავდა. გიორგი ერისთავის თეატრის პირველი წარმოდგენის კოსტიუმებზე სამუშაოდ იტალიელი მხატვრის, გეორგ კორადინის მოწვევაც ქართული კულტურის დასავლურ კულტურასთან სიახლოვის ილუსტრაციაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ერისთავის თეატრის მსახიობები მრავალფეროვანი ინტერესებისა და გამოცდილებების ადამიანები იყვნენ. მაგალითად ამ თეატრის დასის წევრი, იოსებ ელიოზიშვილი თავად იყო დრამატურგი და მწერალი, რომლის პიესები და მოთხრობებიც იმ დროს გავლენიან ჟურნალ “ცისკარში”. ელიოზიშვილი დაკავებული იყო ქართული ფოლკლორული ნამუშევრების შეგროვებითაც – სწორედ მას ეკუღვნის ხალხური მოტივების მიხედვით შედგენილი “ეთერიანი”, რომელიც პირველად 1869 წელს დაიბეჭდა.
გიორგი ერისთავის თეატრი რამდენიმე წელში დაიხურა ფინანსური პრობლემებისა და ხელისუფლების მხრიდან მათი საქმიანობით უკმაყოფილების გამო და მხოლოდ ათწლეულების შემდეგ, 1879 წელს მოხერხდა ქართული პროფესიული თეატრის საქმიანობის განახლება ამჯერად ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის თაოსნობით. ამ დროს შექმნილი მუდმივმოქმედი ქართული დასის წევრები იყვნენ ნატო გაბუნია, მაკო საფაროვა, მარიამ ყიფიანი-ქართველიშვილი, ბაბო კორინთელი-ყიფშიძე, ავქსენტი ცაგარელი, კოტე ყიფიანი, ვასო აბაშიძე, ზაალ მაჩაბელი.
ისე, როგორც გიორგი ერისთავის თეატრის დასის მსახიობები, მუდმივმოქმედი ქართული დასის წევრებიც მრავალმხრივი ინტერესებისა და გამოცდილების ადამიანები იყვნენ. მათი ბიოგრაფიები ცხადად აჩვენებს ერთი მხრივ ქართული თეატრის ინკლუზიურ ხასიათს, მეორე მხრივ კი თეატრის, როგორც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ცვლილებების გამოწვევი სახელოვნებო ისტიტუციის სახეს.
მაგალითად, ნატო გაბუნია, რომელმაც სამსახიობო საქმიანობა მშობლიურ ქალაქ გორში დაიწყო ხელოსნების დაარსებულ სცენისმოყვარეთა დრამატულ წრეში, პროფესიულ თეატრში თამაშის პარალელურად მუდმივად მონაწილეობდა მუშათა თეატრების სპექტაკლებშიც და სოფლებში, მოედნებსა და კალოებზე გლეხობისთვის გამართულ წარმოდგენებშიც. იმის მიუხედავად, რომ პროფესიულ ქართულ თეატრში ამ დროს ქალები სრულიად წარმატებულად იყვნენ ჩართულები, მათთვის სცენამდე მისასვლელი გზა მარტივი არ იყო – 1909 წელს, გაზეთ საქართველოს მოამბეში გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიაში ნატო გაბუნია წერს, რომ მამამისი წინააღმდეგი იყო მისი მსახიობობის და სახლიდან გამოქცევა დასჭირდა თავისი სურვილების ასარულებლად.
“მამაჩემი, როგორც ძველი კაცი, ნადიანბეგარი, თეატრს არ სწყალობდა და არც შემრიგებია, ვინემ ჯვარი არ დავიწერე… “ – ასე იხსენებს ის საოჯახო დრამას მის არჩევანთან დაკავშირებით.
მშობლების უკმაყოფილების ფონზე მოუწია სცენაზე ასვლა ელისაბედ ჩერქეზიშვილსაც, რომელიც გორის ქალთა სკოლიდანაც კი რამდენიმე თვეში გამოიყვანეს იმ არგუმენტით, “რო შკოლაში გაიზარდოს, ჩვენ აღარ გამოგვადგება, ახლოს აღარ გაგვიკარებსო” და ჯერ კიდევ ბავშვი, სულ რაღაც 15 წლისა გაათხოვეს მასზე 20 წლით უფროსს თავად გიგა მაჩაბელზე. ახალგაზრდა ქალი მალევე დაბრუნდა ქმრის სახლიდან მშობლების სახლში, მეორედ უკვე თავად შეარჩია გულისსწორი და სპექტაკლებში თამაშიც დაიწყო, იმის მიუხედავად რომ მისი ოჯახის წევრები ქალის სცენაზე გამოსვლაზე “უზნეობად” მიიჩნევდნენ, მას კი “აშარ ქალად და თავის მომჭრელად” მიიჩნევდნენ.
ქართული პროფესიული თეატრის სათავეებთან მდგარი მსახიობები თავიანთი შემოქმედებითი საქმიანობით თუ ცხოვრების გზით ადასტურებენ დრამატურგის, მთარგმნელისა და უბადლო მსახიობის, ვასო აბაშიძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მსახიობი მოწინავე საზოგადოების იდეების გამომხატველი უნდა ყოფილიყო, თეატრს კი რეალიზმისა და “განცდის ხელოვნების” გზით უნდა ევლო. თავად ვასო აბაშიძე, რომლის სახელსაც უკავშირდება ქართული თეატრის აღორძინება, არაერთი თვალსაზრისით იყო ინოვატორი: მან ჯერ კიდევ რევოლუციამდე სცადა მუსიკალური კომედიის თეატრის შექმნა, 1885 წელს დაარსა პირველი სათეატრო გაზეთი “თეატრი”, წლების განმავლობაში ათობით სპექტაკლში ითამაშა არაჩვეულებრივად კომიკური როლები.
ვასო აბაშიძის სახელს დღეს მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი ატარებს, რომელიც თამამად აგრძელებს ქართული თეატრის საუკეთესო ტრადიციებს და ქმნის სივრცეს, სადაც საზოგადოებას შეუძლია თვალი გაუსწოროს მნიშვნელოვან პრობლემებს, იცინოს, იმღეროს, იტიროს და იფიქროს ამაღლებულ იდეებზე.
ამ თეატრის მუსიკალური სპექტაკლები და მიუზიკლები ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვისაა. თეატრის რეპერტუარშია: „საშობაო სიზმარი“, „მერი პოპინსი“, „მუსიკის ჰანგები“, „მაკბეტი“, „ოიდიპოს მეფე“, “ვკვდები როგორც ქვეყანა”, “პეტრა ფონ კანტის მწვანე ცრემლები”, “ალუბლის ბაღი” და „გაყრა“ – სპექტაკლი, რომლითაც ქართული თეატრის ისტორია დაიწყო.
2024 წლის შემოდგომის სეზონზე ახალი თეატრის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი და Mastercard. ამ პარტნიორობის გარფლებში, თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლონ.
შემოდგომის სეზონის განმავლობაში, თეატრში არსებული მე-8 რიგის ბილეთების შეძენას, მთელი სეზონის განმავლობაში, ექსკლუზიურად მხოლოდ თიბისის კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელები შეძლებენ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ: https://tkt.ge/theatre