fbpx

“ჰილო” – ონლაინ ფსიქოთერაპიის ციფრული პლატფორმაა


გააზიარე სტატია

 

თანამედროვე სამყაროში, სადაც ყველაფერი აჩქარებულია და ადამიანი ყოველდღიურად მრავალი გამოწვევის წინაშე დგება, ასევე სწრაფად გროვდება და იზრდება სტრესის დონე თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. 

ხშირ შემთხვევაში რთულია გამონახო დრო თერაპევტის ასარჩევად, მასთან მისასვლელად, სასაუბროდ და უბრალოდ 2 წუთი დაუთმო  საკუთარ თავს.  

დღესდღეობით რეალობა ციფრულ სამყაროსთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ფსიქოთერაპიაც პოულობს გზას ამ ახალ განზომილებაში, რათა გამარტივდეს პროცესი და დაიზოგოს დრო ამ ისედაც აჩქარებულ დროებაში. 

“ჰილო” ონლაინ ფსიქოთერაპიის ციფრული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მშობლიურ ენაზე, ლიცენზირებული და პროფესიონალი ფსიქოთერაპევტების მხარდაჭერა მარტივი გზით მიიღონ. პლატფორმაზე დარეგისტრირება და ჩართვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი. 

ფსიქოთერაპევტების ჩამონათვალი, მათი განრიგი, ასევე ონლაინ მაღაზია საინტერესო ელექტრონული წიგნებით – ყველაფერი ერთ ციფრულ სივრცეშია ჩატეული. 

თქვენთვის სასურველ ფსიქოთერაპევტთან სესია შეგიძლიათ დაჯავშნოთ, როცა გინდათ  ან საიდანაც გინდათ. 

“ჰილო” ასევე გთავაზობთ ბლოგს, სადაც აქტუალური და მნიშვნელოვანი თემებია განხილული, აგრეთვე  ვორქშოფებს, ტრენინგებსა და კონფერენციებს. 

 

მაგალითისთვის, რას გვთავაზობს “ჰილო” კონკრეტულად, თუკი გყავთ ახალშობილი: ონლაინ მაღაზიაში შესაძლებელია შეიძინოთ გზამკვლევი მშობლებისთვის. ყოვლისმომცველი სახელმძღვანელო დაგეხმარებათ მომზადებული დახვდეთ ჩვილის განვითარების ეტაპებს. ესენია: ჩვილის ფიზიკური, ემოციური და შემეცნებითი განვითარება, კვებასთან დაკავშირებული რჩევები, ძილის სტრატეგიები და ა.შ.  

 

კიდევ ერთხელ რა არის “ჰილო” და რას გვთავაზობს იგი:

“ჰილო” არის მენტალური კეთილდღეობის ციფრული სივრცე, სერვისის მიმწოდებელი პლატფორმა, რომელიც თანამედროვე ადამიანის გამოწვევებს, ცხოვრების წესსა და 

რუტინას არის მორგებული.

  • გვსურს, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის, თერაპევტთან დაკავშირება შესაძლებელი გახდეს სასურველ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, რიგში დგომისა და დამღლელი საცობების გარეშე. ჩვენ გთავაზობთ ფსიქოთერაპიულ სერვისებზე წვდომას დისტანციურ ფორმატში, სადაც

თერაპევტთან შეხვედრა ვირტუალური ოთახის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი;  

  • ჩვენთვის, თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია. ვაღიარებთ და წინ წამოვწევ მათ ძლიერ მხარეებს, ვეხმარებით საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში და ვთავაზობთ მხარდაჭერას; 
  • “ჰილოში” დიდი პასუხისმგებლობით შერჩეული სანდო და გამოცდილი სპეციალისტები მოგემსახურებიან;
  • გავცემთ პასუხებს “მშობლობასთან” დაკავშირებულ მრავალ შეკითხვასა და ბავშვის განვითარების ეტაპების კვალდაკვალ მოგაწვდით სანდო და ამომწურავ ინფორმაციას; 
  • გთავაზობთ მრავალფეროვან თემატურ ვორქშოფებს, ტრენინგებსა და კონფერენციებს, რომლებიც მორგებული იქნება ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს;  

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “ჰილო” უსაფრთხო სივრცეა, სადაც ნდობას უფრთხილდებიან. 

 

“ჰილოს” ოფიციალურ ვებგვერდს შეგიძლიათ ესტუმროთ მოცემულ ბმულზე:  https://healo.live/ 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.