‘HARMFUL WEATHER CONDITIONS’ | არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები
პლატფორმა „მექანიკური ტალღები” წარმოგიდგენთ სეზონურად დაყოფილ აუდიო-ვიზუალური ივენთების სერიას ‘HARMFUL WEATHER CONDITIONS’ | „არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები”.
შემოდგომის სეზონის მასპინძელია კლუბი KHIDI, სადაც 17 ოქტომბერს, 20:00 საათზე წარსდგებიან ბერლინში მოღვაწე არტისტები, GRAND RIVER და Marco Ciceri, აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებით „ნისლი“ / FOG და ადგილობრივი სცენის გამორჩეული მულტიმედია შემსრულებელი, ანდრო გოგიბედაშვილი / SAPHILEAUM საკონცერტო ლაივ აქტით: “Muzika Utulivu”, ვიზუალურ არტისტთან, მიმი მელაშვილთან თანამშრომლობით.
‘HARMFUL WEATHER CONDITIONS’ | „არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები” – სეზონურად დაყოფილი აუდიო-ვიზუალური ივენთების სერიაა, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ დაუვიწყარი გამოცდილების განცდასა და გაზიარებას, არამედ მცდელობას ვიპოვოთ დელიკატური ბალანსი, ტექნოლოგიურ წინსვლასა და გარემოს დაცვას შორის.
პროექტის მხარდამჭერები: თბილისი – იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქი, კლუბი KHIDI
ბილეთები: https://shorturl.at/0lfhO
GRAND RIVER AND MARCO CICERI “FOG” |A/V SHOW|
ნისლი | კონცეფცია
45’
მუსიკოსის, GRAND RIVER და ვიზუალური არტისტის, MARCO CICERI 45 წუთიანი პერფორმანსი „ნისლი” იკვლევს ბალანსს შეცნობილით მიღებულ კომფორტსა და შეუცნობელის ძიების ლიმიტით განცდილ დისკომფორტს შორის. https://grandriver.eu/fog
Muzika Utulivu | კონცეფცია
60’
“Muzika Utulivu” (peaceful music) წარმოადგენს მულტიმედია არტისტის, Saphileaum-ის ambient, new age და tribal მუსიკით გაჯერებულ ლაივ-წარმოდგენას, რომელიც აკომპანირებულია ელექტრო-აკუსტიკური პერკუსიით. პერფომანსი წარმოადგენს არტისტის ბოლო წლების ნამუშევრებს, როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების ერთობლიობას.