fbpx

CES-ს ახალი, საშემსრულებლო ხელოვნების კურსი შეემატა


გააზიარე სტატია

CES წარმოადგენს შემოქმედებით მედია სკოლას, რომელიც სპეციალიზირებულია მუსიკასა და დიზაინში. სკოლა გთავაზობთ მრავალ ინოვაციურ, პრაქტიკულ, მოკლე და ხანგრძლივ სასწავლო პროგრამებს, რომელსაც ამ სასწავლო წელს სრულიად ახალი, საშემსრულებლო ხელოვნების კურსი შეემატა. აღნიშნული სასწავლო პროგრამის მხარდამჭერი Mutant Radio გახლავთ, სადაც კურსის განმავლობაში პრაქტიკული სესიები ჩატარდება და კურსის ფინალური პროექტის მასპინძელი გახდება, სადაც სტუდენტები შეძლებენ თავიანთი ნამუშევარი ფართო აუდიტორიას წარუდგინონ.

კურსი ორთვიანია და მოიცავს 16 ლექციას, რომელთაგან სამი მოწვეულ სტუმრებს დაეთმობათ. მოწვეული სტუმრები სამ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, პერფორმატიული (თეატრალური) ხელოვნების თეორიას, სხეულსა და ხმას მიმოიხილავენ. კურსის დამაარსებლები არიან: სოფიკო გვიმრაძე (მსახიობი, საშემსრულებლო ხელოვნების მაგისტრი, მუსიკოსი) ნინი იაშვილი (მსახიობი) დენოლა გუგავა (მულტიმედია არტისტი)

ნინი იაშვილი: “ჩემთვის ჩვენი კურსი ისეთივე გამოწვევაა, როგორც ჩვენი მომავალი სტუდენტებისთვის. ვფიქრობ დღეს, ამ აჩქარებულ და ინტენსიურ სამყაროში  ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი მედიუმის შექმნა სადაც საშემსრულებლო ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები უფრო თამამი გზების ძიებით დაკავდებიან, რომელიც დაცლილია ყველანაირი შტამპისგან და არ ემსახურება მაინც და მაინც კონკრეტული სამომხმარებლო პროდუქტის შექმნას ( მაგალითად: დადგმას ან პერფორმანსსს ) მიუხედავად იმისა რომ დასკვნით ნაწილში ლაივ ივენთიც გვაქვს, ჩვენთან უფრო მნიშვნელოვანი ის დროა, სადაც ერთმანეთს გამოცდილებებს გავუზიარებთ, რომელიც ყველასთვის განსხვავებულია.

მყარად რაც ვიცით, არის ის, რომ ეს კურსი  არის ყველასთვის, ვინც  საინტერესო პროცესების  და თავგადასავლების ძიებაშია.”

სოფიკო გვიმრაძე: ამ კურსის იდეა  ზაფხულში გაგვიჩნდა.  ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს და ამაზე უსასრულოდ შემიძლია საუბარი, თუმცა ჩვენი საუნივერსიტეტო განათლება გვაქცევს კონკრეტულ ჩარჩოებში და გვარგებს ამა თუ იმ როლს, მაგალითად: ის მსახიობია, ეს რეჟისორია, ეს დრამატურგია, ეს მოცეკვავეა, ის მუსიკოსია, ხოლო თანამედროვე სამყაროს “მიქსტურა” მარტო დარჩენილ დამოუკიდებელ ხელოვანს აღარ აძლევს ფუფუნებას მხოლოდ ერთი პრიზმიდან იარსებოს და შექმნას საკუთარი ხელოვნება.

სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა საჭიროება გვეცადა რაღაც ახალი სინთეზი თუ სიმბიოზი სხვა და სხვა ასაკის, გემოვნებისა თუ გამოცდილების მედიუმთა არევის და ქართულ თანამედროვე სცენაზე ახალი სახეების გამოჩენის”.

კურსის ღია კარის დღე 16 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება.

რეგისტრაციის ფორმა


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.