“ქვები და წყლები“ – ანდრეა გარსიას ლექცია, UCL-ისა და „უბნის“ სტუდენტთა სემინარის შემაჯამებელი გამოფენა
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პროგრამის პარალელური ღონისძიება – „ჰიდროპოლიტიკა: მოგზაურობა ნაყოფიერი მომავლის კვლევით ლაბორატორიაში“ – მოიცავს ანდრეა გარსიას – არქიტექტორის, კურატორისა და მკვლევრის ლექციას, რომელსაც თან ერთვის UCL (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის) სტუდენტთა და „უბნის“ კარტოგრაფიის სემინარის შემაჯამებელი გამოფენის გახსნა.
ანდრეა გარსია, ლისაბონის არქიტექტურის სკოლის დოქტორანტი მკვლევარი და ვენეციის ბიენალეს მე-18 საერთაშორისო არქიტექტურის გამოფენაზე პორტუგალიის პავილიონის კურატორია. გარსიას ლექცია შეეხება „ჰიდროპოლიტიკასა“ და „ჰიდრომოქნილობას“ და ქალაქებში მტკნარი წყლების მნიშვნელობაზე გვიამბობს. გარსია პრეზენტაციის მსვლელობისას ამ პროექტის ლაბორატორიულ სიღრმეებსა და არქიტექტურული კვლევის განათლების სხვა სფეროებთან კავშირზე ისაუბრებს. ლექცია შეეხება პროგრესს და კაცობრიობისა და არამხოლოდ კაცობრიობის შესაძლო მომავალს, რომელიც აუცილებლად საჭიროებს დისციპლინათაშორისი დისკურსების მუდმივ ჩართულობას. მტკნარი წყლების მოწესრიგების, მათი უსაფრთხოებისა და გარდაქმნისთვის აუცილებელი სტრატეგიების განხილვასთან ერთად, ჩვენ გვსურს გავმართოთ დისკუსია თემაზე, რომელიც ყველასთვის საერთო და გლობალურად ასეთი მნიშვნელოვანია.
ლექციას თან ერთვის UCL სტუდენტებისა და „უბნის“ კარტოგრაფიის სემინარის შემაჯამებელი გამოფენა. სემინარის ფარგლებში, რომელიც „უბნის“ ინიციატივით გაიმართა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სტუდენტები დააკვირდნენ თბილისის ფიზიკური მახასიათებლებისა და მისი ურბანული განვითარების შედეგთა ურთიერთმიმართებას, რათა უკეთ დაენახათ ის გავლენა, რაც ბუნებრივ პირობებს სოციალურ გარემოზე შეიძლება ჰქონდეს. სწორედ ამ კვლევის კარტოგრაფიული მაჩვენებლები იქნება წარმოდგენილი ლექციის თანმხლებ გამოფენაზე.
სათაური „ქვები და წყლები“ ხაზს უსვამს ურბანული წყლებისა და ქალაქის ორგანიზმის – ლანდშაფტისა და არქიტექტურის – ურთიერთმიმართებას, რაც „უბნის“ ბოლოდროინდელ კვლევით პროგრამებს ეხმიანება.
ღონისძიება ტარდება თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პარალელურად.
მონაწილეთა შესახებ
ანდრეა გარსია
ანდრეა გარსია არის კურატორი, მკვლევარი და ლისაბონის არქიტექტურის სკოლის (FAUL) დოქტორანტი პროფესორი. გარსიას სამუშაო პრაქტიკა ეყრდნობა არქიტექტურას და, ჩვენი დროის სწრაფი ტექნოლოგიური განვითარებისა და ეკოლოგიური კრიზისების ფონზე, მის სხვა დარგებთან მიმართების კვლევას. ანდრეას პედაგოგიური გამოცდილება ითვლის ისეთ ინსტიტუციებს, როგორიცაა გიმარაინშის მინიუს უნივერსიტეტი და ლონდონის არქიტექტორთა ასოციაცია. ამჟამად ის ბეირას ინტერიერის უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის ვიცე-პრეზიდენტი და ასოცირებული პროფესორია. 2023 წელს გარსია ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს მე-18 გამოფენაზე პორტუგალიის პავილიონის კურატორი გახლდათ.
პროექტის პარტნიორები
თბილისის არქიტექტურის ბიენალე
არის პლატფორმა, რომლის მიზანია კრიტიკული დისკურსის გავრცობა არქიტექტურულ და ურბანულ საკითხებზე როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
1826 წელს დაარსებული ლონდონის წამყვანი უნივერსიტეტი, რომლის მიზანიც სამყაროზე რეალური გავლენის მოხდენაა და რომელიც ინკლუზიურობითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა.
ლეიდლოს მკვლევართა ფონდი
ლეიდლოს მკვლევართა ფონდი მართვის პროგრამებით მხარს უჭერს იმ ლიდერებს, რომლებიც ბაკალავრიატის სტუდენტებს განვითარებაში, კვლევით პროექტებსა და გლობალური კავშირების დამყარებაში ეხმარებიან.
თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი”
„უბანი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ფოკუსია თბილისი, მასზე დაკვირვება და მისი არქიტექტურისა და ბუნებრივი მახასიათებლების კვლევა.
12 ოქტომბერი, 2024
განრიგი:
18:00 – გამოფენის გახსნა
18:45 – ლექცია
19:30 – კითხვა-პასუხი
დასწრება თავისუფალია
მისამართი: კინოს სახლი
თბილისი, ძმები კაკაბაძეების #2
კინოს სახლის მთავარი შესასვლელი. ბოლო სართული
ლექცია და დისკუსია გაიმართება ინგლისურ ენაზე.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: [email protected]
Facebook Instagram LinkedIn
www.ubani.center