fbpx

m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ


გააზიარე სტატია


გვიხარია გაცნობოთ ინფორმაცია m²-ისა და Matters-ს შორის საინტერესო კოლაბორაციის შესახებ. m² – უძრავი ქონების დეველოპმენტში ლიდერი ბრენდი და Matters – ქალის ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია, რომელიც საქართველოში ქმნის ტრენდულ, ხელით დამზადებულ ტანსაცმელს, ახალ პროექტში ერთად დაუჭერენ მხარს ადამიანის ინდივიდუალურობას, შემოქმედებითობას და თვითგამოხატვას.

კოლაბორაცია დაფუძნებულია m²-ის ძლიერი სლოგანის, “იცხოვრე შენი ცხოვრებით” ირგვლივ, რომელსაც წელს მოწოდება “გაბედე” დაემატა და ის განსაკუთრებულად იქნება წარმოდგენილი Matters-ის ტანსაცმლის კოლექციაში. ეს უნიკალური ხაზი საშუალებას მისცემს ადამიანებს საკუთარი ღირებულებები სამოსის დახმარებით უკეთ წარმოაჩინონ და განსხვავებულად მოახდინონ საკუთარი ცხოვრების ხედვის პრეზენტაცია.

კოლექციის თითოეული ნივთი საქართველოშია დამზადებული და ხელნაკეთია, რაც უნიკალურობისა და მდგრადობისადმი Matters-ის ერთგულებას უსვამს ხაზს, m²-ის სლოგანი კი შთააგონებს და აძლიერებს ადამიანებს, რომ გაბედონ და მიჰყვნენ საკუთარ სურვილებს, იყვნენ თავისუფლები და იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით ისე, როგორც არავის უცხოვრია.

“შენი ცხოვრებით ცხოვრება სათქმელად ადვილი, მაგრამ გასაკეთებლად რთულია და მას გაბედვა სჭირდება.  გვსურს, რომ ადამიანებს ყოველწამიერად მხარი დავუჭიროთ იმის გაცნობიერებაში, რომ ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ისე, როგორც არ ცხოვრობს არავინ სხვა. თითოეული ჩვენგანი არის განსხვავებული და განსაკუთრებული. ყველას აქვს თავისი ცხოვრებისეული მისია და საკუთარი გზა, საჭიროა გაბედო და იცხოვრო შენი ცხოვრებით. სამოსი, ამ შემთხვევაში კი Matters-ის არაჩვეულებრივი კოლექცია, ყოველწამიერი მხარდაჭერის საუკეთესო ინსტრუმენტია, თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა“.  –  ამბობს ირინა დუმბაძე, m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

“ძალიან გვახარებს m²-თან პარტნიორობა, ბრენდთან, რომელიც იზიარებს ჩვენს შეხედულებებს ინდივიდუალურობის, კრეატიულობისა და მდგრადობის შესახებ.  ჩვენ ერთად ვთავაზობთ მომხმარებელს  კოლექციას, რომელიც არა მხოლოდ უნიკალური და მოხდენილია, არამედ აზრიანი, და ეს აზრი სიტყვებით, გაბედულად, ტანსაცმელზეა გადატანილი. მოუთმენლად ველით მომხმარებლების რეაქციას”.  – ამბობს გვანცა უბირია, Matters-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე www.liveyourownlife.ge, შეძენა კი Matters-ის ვებგვერდზე www.matters.ge და შოურუმში, რომელიც მდებარეობს თბილისში, კ. კეკელიძის ქ. N5.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.