fbpx

დილის რიტუალები და დისოციაციის ინსტრუმენტები – სოფია ალაზრაკის გამოფენა გალერეა “ფოტოატელიეში”


გააზიარე სტატია

გალერეა “ფოტოატელიე” წარმოგიდგენთ არგენტინელი ხელოვანის სოფია ალაზრაკის გამოფენას სახელწოდებით “დილის რიტუალები და დისოციაციის ინსტრუმენტები”.

სოფია ალაზრაკის შემოქმედება მის გარშემო არსებულ ნივთებზე დაკვირვებისა და მათი შეგროვების შედეგია — გამოყენებულ, დაკარგულ, დაზიანებულ, დამტვრეულ ან ცარიელ ნივთებზე, რომელთა შემჩნევაც ყველას არ შეუძლია. ნატურმორტების აღნიშნულ სერიაში, ხელოვანი იკვლევს იმ კომპლექსურ ურთიერთობებს, რომლებიც საკუთარ თავთან, საკუთარ გამოსახულებასა და ურთიერთობებთან გაგვაჩნია.

“დილის რიტუალები და დისოციაციის ინსტრუმენტები” 150-ზე მეტი ფოტოსაგან შემდგარი სერიაა. ამ ფოტოებს ავტორი ოთხი წლის განმავლობაში სისტემატურად, ობსესიითა და დაჟინებით იღებდა — ერთგვარი თვითგადარჩენის რეჟიმში, შინაგანი ძალების გააქტიურებისა და თვითანალიზის გზით — სადაც აბსურდი იუმორით, სარკაზმითა და ეროტიზმით არის წარმოჩენილი.

ამ სცენები ავტორი, თითქოს, განკურნებას ცდილობს აქტიური და ყოველდღიური ფოტოგრაფიული პრაქტიკის გამოყენებითა და იდუმალი ფანტაზიით შექმნილი ათასი ისტორიით, რომლებშიც დამთვალიერებელმა საკუთარი თავი შეიძლება დაინახოს. როდესაც საკუთარ სურვილებ ვხვდებით, თავს მარტოსულად აღარ ვგრძნობთ.  

სოფია ალაზრაკის ფოტოგრაფიაში შემთხვევითარაფერია. თითოეული მასალა არა მხოლოდ იდეებს გამოხატავს, არამედ აქტიურად მონაწილეობს მათი არსებობის ემოციურ და ფსიქოლოგიურ ნარატივში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.