Black Friday – შეთავაზებები თიბისი კონცეპტისგან
ნოემბრის მიწურულს შავი პარასკევი ახლოვდება და ტრადიციულად ჩვენი საყვარელი კომპანიები განსაკუთრებულ შეთავაზებებს გვიმზადებენ ამ დღისთვის.
როგორც ყოველთვის, თიბისი კონცეპტი ამ წელსაც უერთდება შოპინგის მოყვარულთა ნამდვილ დღესასწაულს – შავ პარასკევს. 29 ნოემბერს თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით მომხმარებელს შეუძლია არსებულ ფასდაკლებასთან ერთად, დამატებით დაიბრუნოს გადახდილი თანხის 30%, ჯამში, მაქსიმუმ 200 ლარი – 100-მდე შერჩეულ მაღაზიაში.
ობიექტები, რომლებიც თიბისი კონცეპტთან ერთად ემზადებიან შავი პარასკევის შეთავაზებებისთვის, შოპინგის ყველა კატეგორიას მოიცავს, ესენია: სახლი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ტექნიკა, ონლაინ და საბავშვო მაღაზიები.
ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია შავ პარასკევს ტექნიკაა. 2024 წლის 29 ნოემბერი საუკეთესო დღე იქნება სმარტფონის ახალი მოდელების შესაძენად და სამუშაო აღჭურვილობის გასაახლებლად.
შავ პარასკევს, სახლიდან გაუსვლელად, რიგების თავიდან ასაცილებლად და დროის დაზოგვის მიზნით, თიბისი კონცეპტის ბარათით პროდუქციის ონლაინ შეძენაც შეგიძლიათ. ქეშბექისთვის კი ეწვიეთ ისეთ საიტებს, როგორებიცაა – ველი სთორი და ექსტრა.
ტექნიკასთან ერთად ნუ დაივიწყებთ სეზონურ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, რადგან სხვა დროს ფასდაკლებები მხოლოდ ძველ კოლექციებზე ვრცელდება, ხოლო შავ პარასკევს მაღაზიები ახალი კოლექციის პროდუქციას გთავაზობენ ნაკლებ ფასად. თუკი დიდი ხანი აგროვებდით თანხას ბრენდული სამოსისთვის, 29 ნოემბერი ასევე იდეალური დღეა საკუთარი თავისთვის საჩუქრის საყიდლად. და გახსოვდეთ, ზამთარი ახლოვდება, შესაბამისად, გარდერობს ახალი, თბილი, ზამთრის კურორტებისთვის განკუთვნილი ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და აქსესუარებით განახლება სჭირდება.
რაც შეეხება ზამთარს, სეზონის მოახლოებასთან ერთად წლის ყველაზე დიდ დღესასწაულებამდეც სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. წინ შობა-ახალი წელი გველის, შავ პარასკევს გეძლევათ შანსი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ოჯახის წევრებისა და მეგობრების საჩუქრებისათვის გამონახოთ დრო და ფინანსები. საჩუქრების მრავალფეროვანი არჩევანი კი ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ობიექტებში დაგხვდებათ.
განსაკუთრებული შეთავაზებების გასაცნობად გთავაზობთ გზამკვლევს – მაღაზიების ჩამონათვალს, სადაც თიბისი კონცეპტის ბარათის გამოყენებისას დამატებით დაიბრუნებთ გადახდილი თანხის 30%-ს: ტანსაცმლისა და აქსესუარების შესაძენად შეგიძლიათ თამამად ესტუმროთ ისეთ ცნობილ ბრენდულ მაღაზიებს, როგორებიცაა: Samsonite, CK, Tommy Hilfiger/Jeans, Guess, Lacoste, Gant, Lee, Wrangler, Levis, Mango, Mark & Spencer, US Polo, Charles &Keith, რონიკო, კენარი, The North Face, Magellan, Scotch & Soda, Adrenaline, DKNY. ონლაინ კი – Dressup.ge-ს. ბიუთი პროდუქციისა და სუნამოებისთვის კი გელით ვულევუ, ლუტეცია და ისი-პარი.