fbpx

თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხისთვის


გააზიარე სტატია

ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი – თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფს.  

 ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე,  ფონდებში, რომლებიც  აქციების მიმდინარეობისას,  დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ,  ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ.

 თიბისის და საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 2,5 მლნ ლარი მოხმარდება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან კოლაბორაციით:  

  • TBC x Mymarket.ge   
  • TBC x Glovo  
  • TBC x tkt.ge  
  • TBC x Swoop 
  • BOG x Extra.ge 
  • BOG Ads Manager  
  • BOG x Biletebi.ge 
  • BOG Gift card 
  • BOG x Wolt 

 

თანხის მეორე ნაწილი – 2.5 მლნ ლარი კი,  შემდეგ ფონდებში გადანაწილდება:  

  • #ერთმანეთისთვის 
  • სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia 
  • Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი 

 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ერთობლივი ინიციატივისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდს: 5,000,000 ლარი დაზარალებულების მხარდასაჭერად  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.