თეზი გაბუნიას სოლო გამოფენა “Closed” გალერეა 4710-ში
ფოტო: იკა ხარგელია, გიორგი ნაზღაიძე
გალერეა 4710 წარმოგიდგენთ თეზი გაბუნიას სოლო გამოფენას “Closed”. გამოფენაზე წარმოდგენილია არტისტის ბოლო პერიოდში შესრულებული ფერწერული სერია, რომელიც ერთგვარი თვითრეფლექსიაა, როგორც შინაგან სამყაროზე, ისე მიმდინარე მოვლენებზე.
ზღვარზე ყოფნა ამ სერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზია, გარდამავალს და მყოფადს, ფიგურას დააბსტრაქციას, გამოსახულებას და ნეგატივს შორის.
გამოფენა სივრცე სპეციფიურია და მისი მნიშვნელობა მიმდინარე მოვლენების დროს საგრძნობლად შეიცვალა, რადგან მისი თავდაპირველი იდეა იზოლაციის ერთგვარი ილუსტრირება იყო. დღეს კი დამთვალიერებელი ხვდება სივრცეში, სადაც გისოსების პრიზმიდან უწევს გამოფენის ნახვა.
გამოფენა გაგრძელდება 25 თებერვლის ჩათვლით.
გალერეის ახალი სამუშაო დღეები და საათები: სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა 14:00-19:00