fbpx

„მექანიკური ტალღების“ მხარდასაჭერი მოსმენა/საუბარი გორის ხელოვნების სახლში


გააზიარე სტატია

პლატფორმა „მექანიკური ტალღები“, მუსიკალური პროექტით, ANCIENT PAIN. MODERN LOVE მხარდასაჭერ მოსმენა/საუბარს მართავს გორის ხელოვნების სახლში, დამოუკიდებელ სივრცეში, რომელიც გორის მერიის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც უმასპინძლეს გამოფენას: „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის“.

 

ANCIENT PAIN. MODERN LOVE.-ის მე-12 გამოშვების ფარგლებში, გორის ხელოვნების სახლში მოუსმენენ კომუნა „დიაცი“-ს ინიციატივით გამოცემულ, ქართველი ქალი მუსიკოსების/პროდიუსერების კომპილაციურ ალბომს „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“.

ალბომი შექმნილია არალეგიტიმური მთავრობის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების წინააღმდეგ.

მოსმენის შემდეგ გაიმართება საუბარი კომუნა „დიაცი“-ს დამფუძნებლებთან. მოდერატორი – თათა ბურდული.

ალბომი „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ 2025 წლის 13 იანვარს გამოვიდა და მასში შესულია ადგილობრივი 29 ქალი არტისტის მუსიკალური ნამუშევარი.

 

არტისტები:

  • Aine Merme – Forehead [Mother Sun]
  • Ani Zakareishvili – Resist
  • Anka Odishelidze – kvela gadis shens meti
  • Anman, Anuka Kipshidze – Vanilla
  • Anna Jordania – დღე და ღამე
  • Anuka Kipshidze – Mona
  • Deena – Needy
  • EKNR – Vote
  • Eleon – Mshobliuro miwav
  • Gabiskiriamalia – ACAB .
  • Kesa Lumina – Barrier Breaker
  • Ketato Nergadze – Fuck
  • Ketrevani – უშრეტი და უქრობელი
  • Kiosk Ensemble – Slumber
  • LESHI – Vetting Before Revolt
  • Masho Goes – Matriarchal propaganda
  • Meme – Read me WRONG
  • Nana.ios – Unknown
  • Nino Davadze – Choros
  • NixNoies – lurji dana
  • Nuka Gabunia – Golden Hour
  • Purple Flame – U Cant Jail Revolution
  • Snail – Shavleგოგო
  • Sophie Villy – Flow
  • sTia – Muted by Defaults
  • Tamo Nasidze – Doll
  • TINA – Data Incoming
  • Tindra – საჭე
  • YADA – Attack

ალბომის გაყიდვებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება პროტესტის საჭიროებებს.

პლატფორმა „მექანიკური ტალღები“ წარმოადგენს დიალოგის სივრცის შექმნის ინიციატივას შემოქმედებით სფეროში. პლატფორმის მიმდინარე პროექტებია: ANCIENT PAIN. MODERN LOVE. და HARMFUL WEATHER CONDITIONS.

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.