გაზაფხულის მოახლოებას New-Yorker-ი განახლებული სივრცითა და კონცეფციით შეხვდა
13 თებერვალს თბილისი მოლში, New-Yorker-ის განახლებული ფილიალი გაიხსნა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, New-Yorker-მა მომხმარებლებს ახალი კოლექცია, საჩუქრები და გრანდიოზული ფასდაკლებები შესთავაზა.
სტუმრებისთვის განსაკუთრებული მომენტების აღსაბეჭდად სპეციალური ფოტოზონა იყო მოწყობილი, ენერგიული მუსიკა და ბარისტების მიერ შეთავაზებული ყავა კი გარემოს უფრო სასიამოვნოს და ენერგიულს ხდიდა.
მაღაზიის გახსნის საღამოს ცნობილი ინფლუენსერები ესწრებოდნენ: ბუბუ კოშკელიშვილი, თიკა ჯალაღონია და ნინი გაჩეჩილაძე. სტუმრებმა მათ საყვარელ ინფლუენსერებთან ფოტოების გადაღებაც მოახერხეს.
New-Yorker-ის პირველი მაღაზია საქართველოში 2012 წელს გაიხსნა. ამჟამად ბრენდს 6 ფილიალი აქვს, აქედან ერთი კი ბათუმში მდებარეობს. 2012 წლიდან დღემდე New-Yorker-ი მომხმარებლებს გამორჩეულ ტანისამოსს, აქსესუარებსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ეწვიე New-Yorker-ის მაღაზიას და გახდი თანამედროვე, დახვეწილი და გემოვნებიანი სტილის ნაწილი.