fbpx

ჯგუფური გამოფენა SOS გალერეა Window Project-ში


გააზიარე სტატია

გალერეა Window Project-ი წარმოადგენს ჯგუფურ გამოფენას სახელწოდებით SOS, რომელიც სხვადასხვა თაობის ქართველ ხელოვანებს აერთიანებს და 1989 წლიდან დღემდე, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ გამოწვევებს ეხმიანება. გამოფენის სათაური ნასესხებია კოკა რამიშვილის 1989-1991 წელს სამხედრო ტექსტილით შექმნილი ნამუშევრისგან “SOS”.

ნამუშევარში “SOS”, განგაშის სიგნალი – SO[S] –  არასრულად არის ხილვადი, მისი ბოლო სიმბოლო ამოჭრილია, შესაბამისად არასრული სიგნალი უკუკავშირს ვერ მოიპოვებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი ხელოვანები: ნინო ალავიძე, ალექსანდრე (სანდრო) ანთაძე, ტატო ახალკაციშვილი უტა ბექაია, ანდრო დადიანი, ანი თოიძე, თამარა კ.ე, მია ოქრუაშვილი, კოკა რამიშვილი, დათო ქორიძე, ვახტანგ ქოქიაშვილი, ოთო ცაგარეიშვილი, გურამ წიბახაშვილი, რუსუდან ხიზანიშვილი.

1989 წლიდან დღემდე, არაერთი ომის, ოკუპაციის, ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი სივრცის მიტაცების მცდელობებისა და რეპრესიების მიუხედავად, თუ საპასუხოდ, საქართველოში იქმნება ხელოვნება, რომელიც, მეტაფორულად, სარკაზმითა თუ რომანტიზმით, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება, როგორიც არის წარსულისა და აწმყოს კრიტიკულად გადააზრების აუცილებლობა, ისტორიის დემითოლოგიზაცია, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა, ერთი და იმავე მოვლენის მრავალი პერსპექტივიდან გადააზრებისა და მათი სახელდების აუცილებლობა, იდენტობის კრიზისი და რეზისტენტულობა პოლიტიკურად არამდგრად გარემოში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by AT▂ (@atge_)


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.