ოსკარი – 2025
თბილისის დროით 3 მარტს ჰოლივუდში, დოლბის თეატრში კინოინდუსტრიის მთავარი მოვლენა – ამერიკის კინოაკადემიის 97-ე ღონისძიება გაიმართა. წლევანდელ ცერემონიის წამყვანი კონან ო’ბრაიენი იყო.
2025 წლის ოსკარების ლიდერი ნომინანტები იყვნენ: Emilia Perez 13 ნომინაციით, ხოლო Wicked და The Brutalist – 10-10 ნომინაციით. დაჯილდოების მთავარ ნომინაციაში – საუკეთესო ფილმის კატეგორიაში შონ ბეიკერის ფილმმა Anora-მ გაიმარჯვა. ფილმი კანის კინოფესტივალის პალმის რტოს მფლობელია. გარდა ამისა, Anora თანამედროვე კინოსამყაროს არაერთ პრესტიჟულ პრიზს ფლობს. შონ ბეიკერის სარეჟისორო ნამუშევარმა 2025 მიღებული ექვსი ნომინაციიდან ხუთში გაიმარჯვა. ფილმისათვის ჯილდო მიიღო შონ ბეიკერმა – საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში და ასევე მთავარი როლის შემსრულებელმა, 25 წლის მაიკი მედისონმა.
წლევანდელი ოსკარის ფავორიტმა, ბრედი კორბეტის Brutalist-მა სამი ოსკარი დაიმსახურა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ედრიენ ბროუდი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში დასახელდა გამარჯვებულად. ეს მსახიობისათვის მეორე ოსკარია. პირველად ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო ბროუდიმ 2003 წელს აიღო ფილმისათვის The Pianist.
რაც შეეხება Emilia Perez-ს, ფილმისათვის პირველი ოსკარი მიიღო მსახიობმა ზოი სალდანამ. ის ამერიკის კინოაკადემიამ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში დაასახელა გამარჯვებულად.
ნომინაციების მიხედვით კიდევ ერთი ლიდერი ფილმი იყო Wicked, რომელმაც 10 ნომინაციიდან ორში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ოსკარის ცერემონია სწორედ Wicked-ის მსახიობების, არიანა გრანდეს და სინთია ერივოს მუსიკალური ნომრებით გაიხსნა. გრანდემ და ერივომ Oz-ის ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს.
ჯილდოს გარეშე დარჩა ბობ დილანის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი A Complete Unknown, რომელიც რვა ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ნომინანტთა შორის იყვნენ ტიმოთი შალამე საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში, ედვარდ ნორტონი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცის კატეგორიაში და ფილმის შემქმნელი ჯეიმს მენგოლდი საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში.
აღსანიშნავია, რომ ოსკარის დაჯილდოების მსვლელობისას სცენიდან უკრაინის მხარდასაჭერი გზავნილი გაჟღერდა: “დიდება უკრაინას,” – თქვა Kill Bill-ის მსახიობმა დერილ ჰანამ.
იხილეთ 2025 წლის ოსკარის გამარჯვებულები:
საუკეთესო ფილმი
გამარჯვებული: Anora
The Brutalist
A Complete Unknown
Conclave
Dune: Part Two
Emilia Pérez
I’m Still Here
Nickel Boys
The Substance
Wicked
საუკეთესო მსახიობი კაცი
გამარჯვებული: ედრიენ ბროუდი, The Brutalist
ტიმოთი შალამე, A Complete Unknown
კოლმან დომინგო Sing Sing
რალფ ფაინსი, Conclave
სებასტიან სტენი, The Apprentice
- საუკეთესო მსახიობი ქალი
სინთია ერივო, Wicked
კარლა სოფია გასკონი, Emilia Pérez
გამარჯვებული: მაიკი მედისონი, Anora
დემი მური, The Substance
ფერნანდა ტორესი, I’m Still Here
- საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი
იურა ბორისოვი, Anora.
გამარჯვებული: კიერან კალკინი, A Real Pain.
ედვარდ ნორტონი, A Complete Unknown.
გაი პირსი, The Brutalist
ჯერემი სტრონგი, The Apprentice
- საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი
მონიკა ბარბარო, A Complete Unknown.
არიანა გრანდე, Wicked
ფელისიტი ჯოუნსი, The Brutalist
იზაბელა როსელინი, Conclave.
გამარჯვებული: ზოი სალდანა, Emilia Pérez
ფოტო ზოი სალდანა
- საუკეთესო რეჟისორი
გამარჯვებული: შონ ბეიკერი, Anora
ბრეიდი კორბეტი, The Brutalist
ჯეიმს მანგოლდი, A Complete Unknown
ჟაკ ოდიარი, Emilia Pérez
კორალი ფარჟე, The Substance
- საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
A Complete Unknown
გამარჯვებული:Conclave
Emilia Pérez
Nickel Boys
Sing Sing
- საუკეთესო ორიგინალური სცენარი
გამარჯვებული: Anora
The Brutalist
A Real Pain
September 5
The Substance
- საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი
გამარჯვებული: The Brutalist
Dune: Part Two
Emilia Pérez
Maria
Nosferatu
- საუკეთესო მონტაჟი
გამარჯვებული: Anora
The Brutalist
Conclave
Emilia Pérez
Wicked
- საუკეთესო ანიმაციური ფილმი
გამარჯვებული: Flow
Inside Out 2
Memoir of a Snail
Wallace & Gromit: Vengeance Most Fowl
The Wild Robot
- საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი
Beautiful Men
გამარჯვებული: In the Shadow of the Cypress Shirin Sohani და Hossein Molayemi
Magic Candies
Wander to Wonder
Yuck!
- საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი
გამარჯვებული: ბრაზილია – I’m Still Here
დანია – The Girl With the Needle
საფრანგეთი – Emilia Pérez
გერმანია – The Seed of the Sacred Fig
ლატვია – Flow
- საუკეთესო ორიგინალური მუსიკა
გამარჯვებული: The Brutalist
Conclave
Emilia Pérez
Wicked
The Wild Robot
- საუკეთესო ორიგინალური სიმღერა
გამარჯვებული: El Mal (Emilia Pérez)
The Journey (The Six Triple Eight)
Like a Bird (Sing Sing)
Mi Camino (Emilia Pérez)
Never Too Late (Elton John: Never Too Late)
- საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი
A Complete Unknown
Conclave
Gladiator II
Nosferatu
გამარჯვებული: Wicked
- საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა
A Different Man
Emilia Pérez
Nosferatu
გამარჯვებული: The Substance
Wicked
- საუკეთესო სცენოგრაფია
The Brutalist
Conclave
Dune: Part Two
Nosferatu
გამარჯვებული: Wicked
- საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი
A Lien
Anuja
გამარჯვებული: I’m Not a Robot
The Last Ranger
The Man Who Could Not Remain Silent
- საუკეთესო ხმა
A Complete Unknown
გამარჯვებული: Dune: Part Two
Emilia Pérez
Wicked
The Wild Robot
- საუკეთესო ვიზუალური ეფექტები
Alien: Romulus
Better Man
გამარჯვებული: Dune: Part Two
Kingdom of the Planet of the Apes
Wicked