fbpx

ZARA x Style not com – Zara-მ ბექა გვიშიანთან კოლაბორაციით სპეციალური კოლექცია გამოუშვა


გააზიარე სტატია

ბექა გვიშიანმა, რომელიც მსოფლიო მოდოს  სამყაროში ცნობილია თავისი პლატფორმით  – Style Not Com ახალი კოლაბორაცია წარადგინა.  Style Not Com-მა Zara-სთვის სპეციალური  კოლექცია შექმნა. Let’s Talk About Fashion – ასე ჰქვია კოლექციას და ის აერთიანებს მაისურებს, ჰუდებს, ნაჭრის ჩანთებს, წიგნაკებს. თითოეული მოდელის რომლის დიზაინი სწორედ Style Not Com-ის ინსტაგრამის დამახასიათებელი ვიზუალით არის შთაგონებული.

ბექა გვიშიანი სოციალურ ქსელში Style Not Com-ით 2021 წელს გამოჩნდა. დამახასიათებელი ესთეტიკითა და კომუნიკაციის მანერით ბექა გვიშიანმა შეძლო, რომ თავისი ინსტაგრამ ბლოგისაკენ მოდის თითქმის ყველა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი, თუმცა გავლენიანი პროფესიონალის ყურადღება მიეპყრო. StyleNotCom-ის გამომწერებს შორის აღმოვაჩენთ ისეთ პერსონებსა და მედიაგამოცემებს, როგორებიც არის ნაომი, BOF, მარკ ჯეიკობსი, ჟან პოლ გოტიე, ჯიჯი ჰადიდი და ასე შემდეგ.

2022 წელს ბექა გვიშიანი პარიზის მოდის კვირეულს ოფიციალური მედია-ამბასადორი იყო. ბექა გვიშიანზე სტატიას ყველა გავლენიან გამოცემაში აღმოაჩენთ, ნათ შორის არის Wall Street Journal.

Style Not Com x Zara კოლექცია ხუთ ქალაქშია ხელმისაწვდომი. ეს არის მოდის ოთხ მთავარ დედაქალაქი – ნიუ იორკი, ლონდონო, მილანო, პარიზში და მათთან ერთად თბილისი.  კოლექცია თებერვლიდან Zara-ს ონლაინ მაღაზიაში იყიდება, ხოლო ფიზიკურ სივრცეებში ის გლობალურად 3 მარტიდან არის ხელმისაწვდომი. კოლექციის შეძენა თბილისში Zara-ს მხოლოდ ერთ სივრცეში – City Mall-ის ფილიალშია შესაძლებელი. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.