fbpx

Jazz Club 1984 — ადგილი, სადაც ჯაზ მოგზაურობა იწყება


გააზიარე სტატია

Jazz Club 1984 უკვე 4 წელია, რაც სტუმრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. ვინტაჟური გარემო, ცოცხალი მუსიკა, იმპროვიზაციული შესრულება, სიმყუდროვე და ჯაზის ჰანგები Jazz Club 1984-ის კედლებში ყოველ საღამოს ცოცხლდება. ეს არის ადგილი, სადაც ქართველი, მსოფლიო დონის  მუსიკოსები,   ჯაზის  მოყვარულებს მუსიკის  ჯადოსნურ სამყაროში ეპატიჟებიან და საინტერესო თავგადასავლებს ჰპირდებიან. ეს ყველაფერი კი თბილისის გულში, რუსთაველის N37-ში ხდება. არანაკლებ საინტერესოა ჯაზკლუბის შექმნის ისტორია, რომელსაც თავად Jazz Club 1984-ის დამფუძნებელი, მუსიკოსი, დრამერი და კომპოზიტორი დანიელ ადიკაშვილი, გვიყვება.

როგორ შეიქმნა Jazz Club 1984

“Jazz Club 1984-ის დაარსების იდეა 2021 წელს ქვეყნიდან წასვლის სამზადისში გამიჩნდა. თუმცა, საბოლოოდ, არსებული დაფინანსებით, რომელიც ჩემი შემეცნებითი მუსიკალური მოგზაურობისთვის იყო განკუთვნილი, ჯაზკლუბის გახსნა გადავწყვიტე. იმავე დღეს უკვე ვიცოდი სახელი — “1984”, რომლის იდეაც ჯორჯ ორუელის წიგნის სახელწოდებიდან მოდის. აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაზე მისი ერთადერთი მთარგმნელი მამაჩემი, დათო აკრიანია. შემდეგ კი დავით ანდღულაძეს დავუკავშირდი, რადგან მისი გამოცდილება და უნარები მანამდე არსებული ჯაზკლუბების მენეჯმენტში კარგად ვიცოდი. საინტერესო ფაქტია, რომ ჩვენს პირველ შეხვედრაზე, როდესაც მას კლუბის სახელი “1984” გავაცანი, ჩანთაში სწორედ ეს წიგნი ედო”, — ამბობს დანიელი.

პირველი ნაბიჯები

Jazz Club 1984 თავდაპირველად ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობდა. სივრცე მალევე ყველა მოქმედი ქართველი ჯაზმენისთვის თავშეყრისა და მუზიცირების ადგილად იქცა. ჯაზის მოყვარულთათვის კი კლუბი გახდა სივრცე, სადაც მუსიკალური თავგადასავალი იწყება და ყოველი ახალი საღამო უნიკალური მელოდიითა და შემოქმედებითი ენერგიით გამოირჩევა.

“ჩემი აზრით, ამ საქმით ბევრად მეტი სარგებელი მივიღე როგორც მუსიკოსმა, ვიდრე ეს უცხოეთში წასვლით მოხდებოდა. ჯაზკლუბმა მე და ჩემს მუსიკოს მეგობრებს შესაძლებლობა მოგვცა, ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო და განვითარებულიყავით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კლუბმა მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყანაში ჯაზ მუსიკის პოპულარიზაცია და მუსიკოსებს კი რეალიზების საშუალება მისცა.

ჯერ კიდევ Jazz Club 1984-ის ძველ ლოკაციაზე, არაერთ მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავს აქვს კომპოზიციები შესრულებული, ესენი არიან: Ari Hoenig (დრამი), Robert “sput” Searight (ghost note), Mike Mitchell — ბექა გოჩიაშვილთან ერთად. ბექას დიდი დამსახურებაა Jazz Club1984-ის პოპულარიზაცია, ლაივიც არაერთხელ  ჩაუტარებია”, — აღნიშნა დანიელმა.

Jazz Club 1984 დღეს

როგორც დანიელი გვიყვება, 2024 წლის ზაფხულიდან გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის, დახმარებით ჯაზკლუბმა ლოკაცია შეიცვალა. მუსიკოსებსა და ჯაზის მოყვარულებს დღეს Jazz Club 1984 რუსთაველის N37-ში მასპინძლობს. ჯაზკლუბი მელიკ აზარიანცის ღვინით ნაშენებ ისტორიულ სახლში მდებარეობს. ეს უნიკალური სივრცე დღესაც ინარჩუნებს თავის ვინტაჟურ ხიბლს, რაც განსაკუთრებულ და ჯაზისთვის შესაფერის განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნის.

“ჩვენთან ყოველდღე ლაივია. ჩვენი მიზადანია და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პერფორმერი ბენდების შემადგენლობები მრავალფეროვნად იყოს დაკომპლექტებული. მაგალითად, ყოველ კვირას რეზო კიკნაძე უკრავს. რეზო ქართული ჯაზისა და იმპროვიზაციული მუსიკის მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც ახალგაზრდა თაობის მუსიკალურ განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ასევე,  ნიკა გაბაძე, ხატია ქორიძე, ლუკა თოფურია, გიო კაპანაძე, ლაშა საყვარელიძე და არაერთი მუსიკოსი, რომლებიც  წლების წინ ჯერ კიდევ მოძრაობის თეატრის „ჯემ სესიებზე“ გავიცანი, ახლა ჩვენი რეზიდენტები არიან. პირადად ვგრძნობ საკუთარ პროგრესს მათთან დაკვრით და ძალიან მიხარია, რომ ამხელა შესაძლებლობა მაქვს, საყვარელი საქმით ვიყო დაკავებული” – ამბობს დანიელი

Jazz Club1984, როგორც მუსიკალური ექსპერიმენტების სივრცე

“მუსიკალური კუთხით, ექსპერიმენტებს ვემხრობი და ამიტომ, ამ პერიოდში ჯაზ კლუბში არაერთცნობილ ქართველი ელექტრონული არტისტების ვუმასპინძლეთ. ჩატარებული ღონისძიებებიდან გამოვარჩევდი ნიკაკოის და Metastasis ლაივებს, ასევე ანუშკა ჩხეიძესთან დუეტს, ძალიანდასამახსოვრებელი პერფომანსები იყო.

Jazz Club 1984 ასევე მხარს უჭერს სხვა ჟანრის მუსიკას და მუსიკოსებს და სხვადასხვა პოპ ბენდებს მასპინძლობს, რომლების funk/fusion ელემენტებს მოიცავს. გამოვარჩევ სტეფანეს, ნინო ქათამაძის, მწვანე ოთახის ლაივებს. ეს არტისტები ჩვენს კლუბს კრიზისულ ეტაპზე ძალიან დაეხმარნენ. მათჩვენი ჯაზ სცენის შენარჩუნებასა და სიმყარეში დიდი წვლილი შეიტანეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ”, — ამბობს დანიელ ადიკაშვილი.

აღმოაჩინეთ Jazz Club1984

სიმყუდროვე, ინტერიერი, მრავალფეროვანი მუსიკა, სასიამოვნო სტაფი და ხარისხიანი მომსახურება არის ის, რაც Jazz Club 1984 მიმზიდველ ადგილად აქცევს.

Jazz Club-ში შესვლისთანავე სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდებით – აქ დაგხვდებათ ჯადოსნური ატმოსფერო, LIVE Jazz პერფორმანსები, რომლებსაც მსოფლიო დონის ქართველი  მუსიკოსები შეასრულებენ. ეს არის გამოცდილება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

აღსანიშნავია, რომ ახლახან, SOLO და MasterCard Jazz Club 1984-ის გენერალური სპონსორები გახდნენ. პარტნიორობის ფარგლებში SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ყოველდღე დაესწრონ ჯაზ პერფომანსებს, SOLO MasterCard World elite ბარათით შეძენისას კი ისარგებლონ 20%-იანი ფასდაკლებით, როგორც ღონისძიების ბილეთებზე, ასევე ბარში.

Jazz Club 1984 – ში ლაივ პერფომანსებს რეგულარულად შეასრულებენ :

  • ნუცი ნებიერიძე & New York Tbilisi connection
  • კახა ჯაგაშვილის კვინტეტი
  • ლუკა თოფურიას კვარტეტი
  • კემოს კვარტეტი
  • ხატია ქორიძის კვარტეტი
  • გიგი ცინცაძის ტრიო
  • გია რაქვიაშვილის კვარტეტი
  • ზურა რამიშვილის ტრიო
  • რეზო კიკნაძის კვინტეტი

6 მარტს კი 21:00 საათზე ჯაზ კლუბი მწვანე ოთახს უმასპინძლებს. ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე.