fbpx

სინათლე როგორც შთაგონების წყარო – Zeekr საქართველოს კოლაბორაცია NS Product-თან


გააზიარე სტატია

დახვეწილი დიზაინისადმი სწრაფვა –  ეს იყო მთავარი გადაკვეთის წერტილი, რომელმაც პრემიუმ საავტომობილო ბრენდი Zeekr-ი NS Product-თან დააკავშირა და საინტერესო კოლაბორაციას დაუდო სათავე. ერთობლივად შექმნილი პროდუქტი, ოთახის სანათია, რომელიც  Zeekr-ის ლოგოს კონცეფციას იმეორებს – სინათლე როგორც შთაგონების წყარო, რომელიც აწმყოსა და მომავალს, რეალობას და ოცნებებს აკავშირებს. სანათის გამჭირვალე, სტაფილოსფერი და წითელი ორგმინები, მის ნათებას უცვლის ფერს და სწორედ Zeekr-ის ინტერიერის და ექსტერიერის შთაგონებით შეირჩა. მნიშვნელოვანია მისი მუშაობის პრინციპიც, რომელიც ბრენდის მდგრადობის კონცეფციას უკავშირდება – სანათი ელემენტზე მუშაობს და მისი დამუხტვა Zeekr-ის ელექტრომობილების მსგავსად შეიძლება.

NS Product-ი უკვე მესამე წელია ქართულ ბაზარზე ინტერიერის  განსხვავებულ ელემენტებს ქმნის. Zeekr-ის ბრენდი კი  თანამედროვე დიზაინის, ტექნოლოგიისა და ინოვაციის გამოყენებით, ელექტრომობილების ახლებურ აღქმას ამკვიდრებს. მათი კოლაბორაციის პირველი შედეგიც, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება და ბრენდების ფილოსოფიას იზიარებს.

 

ეკა კევლიშვილი, Zeekr საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი:

„ჩვენი ხედვით Zeekr-ის მომხმარებელი არის ადამიანი, რომელსაც აინტერესებს  არქიტექტურა, დიზაინი, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა.  ეს ზუსტად ის სფეროებია, რომლებთან თანამშრომლობაც Zeekr-ის ესთეტიკას კარგად ერგება. ჩვენი მიზანი იყო, კოლაბორაციის შედეგად მომხმარებლამდე მიგვეტანა მდგრადი პროდუქტი, რომელიც უშუალო კავშირში არ იქნებოდა ავტომობილთან, მაგრამ იქნებოდა ადგილობრივად შექმნილი პროდუქტი და გაიზიარებდა Zeekr-ის ღირებულებებსა და ფილოსოფიას. როდესაც NS Product-ს დავუკავშირდით, დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ იდეას. ასე შეიქმნა პირველი ერთობლივი ნამუშევარი – Zeekr-ის ლოგოს ფორმის სანათები, რომლებიც საჩუქრებად გადაეცათ ჩვენს მომხმარებლებს, პარტნიორებსა და მეგობრებს. ეს სანათი ჰარმონიულად და დინამიკურად იმეორებს  Zeekr-ის ფორმასა და ფერებს. დიზაინსა და ფუნქციებში გადატანილი ბრენდის ხასიათი ზედმიწევნით კარგად არის გადმოცემული.

არქიტექტურა და დიზაინი NS-ისთვის საქმიანობის  უშუალო სფეროებია, ჩვენთვის კი საინტერესოა თანამშრომლობის თვალსაზრისით. ამ კომპანიაში ვიპოვეთ ადამიანები, რომლებიც ზუსტად იზიარებენ ღირებულებებს, რაზეც Zeekr-ია აშენებული.“

Zeekr-ი, რომელიც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური,  სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდია,თავის კონცეფციაში ეკოლოგიურობის, სისწრაფისა და მომავალზე ორიენტირებულობის ხაზგასმასმოიაზრებს. მისი მიზანი ადამიანის, ბუნებისა და ტექნოლოგიის ჰარმონიული თანაარსებობის ჩვენებაა.

ამ ფილოსოფიას ეყრდნობა Zeekr-ისა და  NS-ის თანამშრომლობაც. კოლაბორაციის შედეგად სანათის შექმნას პროდუქტის ფოტო და ვიდეოგადაღება მოჰყვა, რომელმაც  შთამბეჭდავად ასახა თანამშრომლობის შედეგი.

ნინი ჭანტურია, NS Product-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი: „Zeekr-ის სისწრაფე, მდგრადობაზე ორიენტირებულობა, თანამედროვეობა აჩენს შეგრძნებას, რომ ეს მომავლის მანქანაა. შესაბამისად,  ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებშიც გვსურდა, ეს ემოცია და შეგრძნება მაქსიმალურად ზუსტად გადაგვეცა Zeekr-ისა და NS-ის მომხმარებლისთვის. ვფიქრობ, NS-ისა და  Zeekr-ის მიდგომა ძალიან ჰგავს ერთმანეთს როგორც მომხმარებლის, ისე პროდუქტისა თუ სამუშაო პროცესის მიმართ. ორივე ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, დეტალები და სრულყოფილება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ვიზუალის საუკეთესო სინთეზი. Zeekr-თან თანამშრომლობა საავტომობილო კომპანიასთან კოლაბორაციის პირველი გამოცდილება იყო ჩვენთვის. ახალი და არცთუ მარტივი ამოცანა დავისახეთ, თუმცა, ვფიქრობ, შევძელით დასახული მიზნის მიღწევა. შევქმენით სანათი, რომელიც  Zeekr-ის ხასიათსა და მსოფლმხედველობას სრულყოფილად იმეორებს ინტერიერის სივრცეში“.

NS Product-ის შემოქმედებითობით და შთაგონებით, ინტერიერის თითოეული ელემენტი აღემატება მხოლოდ ფუნქციას, ის ხდება ვიზუალური გამოცდილების ნაწილი, რომელიც ჰარმონიულად ავსებს სივრცეს და ქმნის ახალ იდენტობას.

Zeekr საქართველოსა და NS Product-ის პირველი ერთობლივი პროდუქტი თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისია. ორივე ბრენდისთვის ეს კოლაბორაცია იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ  სამომავლოდ კიდევ არაერთ პროექტზე აპირებენ მუშაობას და ამ მიმართულებით შთამბეჭდავი გეგმები აქვთ.

თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია “Zeekr საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.