fbpx

პარიზის მოდის კვირეულზე SITUATIONIST-ის ჩვენება გაიმართა


გააზიარე სტატია

ქართულმა მოდის სახლმა SITUATIONIST-მა პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩვენება გამართა . ბრენდის დამფუძნებელმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია 10 მარტს, პარიზის დროით 6 საათზე წარადგინა. მოდელებს შორის არაერთი ქართველი ვიხილეთ მათ შორის იყვნენ: მარიშა ურუშაძე, სერჟ რიგვავა, ნინი ნებიერიძე, ქართველი მოდელი და მუსიკოსი Neux, ასევე მსოფლიო მასშტაბით ცნობილი მოდის ქართველი ფოტოგრაფი დავით გიორგაძე.აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა SITUATIONIST პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში მოხვდა, თუმცა 2025 წლის სეზონზე მოდოს სახლის შოუ მეტად მასშტაბური იყო. 

 

View this post on Instagram

 

A post shared by STYLE NOT COM 🧢 (@stylenotcom)

 

SITUATIONIST-ის დებიუტი 2015 წელს, „თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის“ პირველ სეზონზე შედგა. სხვადასხვა  დროს ირაკლი

რუსაძის მიერ შექმნილი სამოსი არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მოირგო. მაგალითად 2023 წელს ბიონსე Renaissance-ის მსოფლიო ტურის ერთ-ერთი შოუ სწორედ ირაკლი რუსაძის დიზაინით შექმნილი კოსტიუმით გახსნა. 

ირაკლი რუსაძის SITUATIONIST აერთიანებს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ხაზს. ბრენდის ჩვენებებსა, თუ კამპანიებში ხშირად აღმოვაჩენთ კავშირს ქვეყნის კულტურულ, ტრადიციულ და ეთნოგრაფიულ მემკვიდრეობასთან.