BALENCIAGA-ს ახალი, შემოდგომა/ზამთარი 2025-ის კოლექცია
9 მარტს პარიზის მოდის კვირეულზე ბალენსიაგამ ახალი, შემოდგომა/ ზამთარი 2025-ის კოლექცია წარადგინა. ბნელ ლაბირინთში წარმოდგენილი სამოსი ძირითადად კორპორატიულ სტილს მოიცავდა ბრენდის ნიშური ელემენტებით.
“მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჩვენებაზე წარმოდგენილი ლუქები დემნას 9 წლიანი მუშაობის საუკეთესო ნამუშევრებს აერთიანებდა, კოლექცია ერთგვარი გადატვირთვის ღილაკი იყო ბრენდისთვის.” – ემა დევიდსონი, DAZED.
„მოდა გახდა გიგანტური ჭორების ქარხანა, რაც სახალისოა, რადგან ადამიანებს მოსწონთ გამოცნობის თამაში. ხანდახან უფრო მეტ ჭორს ვკითხულობ, ვიდრე მართალს იმაზე, რასაც ნამდვილად ვაკეთებ მოდის სფეროში. ის, რაც ახლა მინდა ვაკეთო, უბრალოდ გენიალური ტანსაცმლის კეთებაა ჩემი მომხმარებლისთვის, მათთვის, ვისაც მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ და გრძნობს კავშირს ამ ესთეტიკასთან.” – დემნა.
ჩვენებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ახალი, PUMA-ს და ბალენსიაგას კოლაბორაცია.