VENUS, THE MORNING STAR – ქეთი დავლიანიძის პერსონალური გამოფენა
გააზიარე სტატია
გალერეა Studio Art წარმოგიდგენთ ქეთი დავლიანიძის პერსონალურ გამოფენას, VENUS, THE MORNING STAR. ექსპოზიციაში გაერთიანებულია სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები: ფერწერა, გრაფიკა, ექსპრსესიული ფიგურატიული კომპოზიციები ადამიანის ირგვლივ, ადამიანი როგორც მთავარი ობიექტი.
გამოფენა მხატვრის ბავშვობის მეგობარს ირინა კლდიაშვილს ეძღვნება.
ქეთი დავლიანიძე თანამედროვე ქართველი მხატვარია, რომელმაც 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ფერების სიღრმითა და ემოციური გამოხატულებით, ასახავს ბუნებასა და ადამიანის შინაგან სამყაროს. ქეთის ნამუშევრები დაცულია თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში და კერძო კოლექციებში სხცადასხვა ქვეყნებში.