fbpx

კორძი თანამედროვე ქართული კულტურის ინტერდისციპლინურ ფესტივალზე – „ხიდი: ციურიხი – თბილისი“


გააზიარე სტატია

ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ალექსანდრე კორძაია ციურიხში, ქართული კულტურის ინტერდისციპლინურ ფესტივალზე წარდგება.

ფესტივალი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული შემოქმედების და კულტურის უკეთ გაცნობას შვეიცარიაში და ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას.

9 აპრილს ქალაქ ციურიხში ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით დაიწყება და შვეიცარიელ პუბლიკას რამდენიმე მიმართულებას წარუდგენს: მუსიკა, კინო, ფოტოგრაფია, ლიტერატურა, მეცნიერება და სხვა.

13 აპრილს, კლუბში „მუდსი/Club Moods“ ჩატარდება კონცერტი „Ending Pad”, რომელიც ფესტივალის ფინალური ნაწილია. კონცერტს გამართავენ: Ensemble Kiosk, Kordz, Tamriko Kordzaia, Anushka Chkheidze – მუსიკოსები მსმენელის წინაშე ახალ ნაწარმოებს შეასრულებენ.

  • პირველი ნაწილი – Ensemble Kiosk
  • მეორე ნაწილი – Anushka Chkheidze Live
  • მესამე ნაწილი – Kordz Live

ტერმინი „Ending Pad“ აღნიშნავს საბოლოო წერტილს ან გარდამავალ სივრცეს. კონტექსტის მიხედვით, ის შეიძლება იყოს დასასრული ან ხიდი ახალი ფაზისკენ. იქნება ეს თამაშებში, ნარატივებში თუ სისტემებში, ის აღნიშნავს იმ მომენტს, როდესაც ერთი ეტაპი სრულდება და შესაძლოა ახალი იწყება.

„Brücke: Zürich–Tbilisi“ მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული შემოქმედების და კულტურის უკეთ გაცნობას შვეიცარიაში და ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას. ფესტივალი 2021 წელს დაარსდა ციურიხში „ქართული კულტურის პლატფორმის“ ასოციაციის მიერ და აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს. ფესტივალის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ასოციაცია  „ქართული კულტურის პლატფორმის” პრეზიდენტი ელენე ჩეჩელაშვილი.

ფესტივალის მონაწილეები არიან, ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი, მწერალი ივა ფეზუაშვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი ანი მარგველაშვილი, რეჟისორები: ალექსანდრე კობერიძე, დეა კულუმბეგაშვილი, ლანა ღოღობერიძე, ლუკა ბერაძე, ირინე ჟორდანია, ტატო კოტეტიშვილი, სოსო ბლიაძე.

ფესტივალზე, სხვა ქართულ თანამედროვე ფილმებთან ერთად, გაიმართება ლუკა ბერაძის ფილმის „ღიმილიანი საქართველო“ ჩვენება, რომლის მუსიკის ავტორიც ალექსანდრე კორძაიაა.

დეტალური ინფორმაცია ფესტივალის ვებგვერდზე: www.zuerich-tbilissi.ch

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.